I. დედამიწას და მთვარეს შორის, მანძილი 384 440 კმ–ია — [მერკურის დიამეტრს (4879 კმ) + ვენერას დიამეტრი (12 104 კმ.) + მარსის დიამეტრი (6771 კმ.) + იუპიტერის დიამეტრი (138 350 კმ.) + სატურნის დიამეტრი (114 630 კმ.) + ურანის დიამეტრი (50 532 კმ.) + ნეპტუნის დიამეტრი (49 105 კმ.)] = 8069 კმ. ასე, რომ, მზის სისტემის ყველა პლანეტა, დედამიწასა და მთვარეს შორის, თავისუფლად ეტევა.
II. მზის სისტემის პლანეტებიდან, ვენერა თავისი შემადგენლობით, ზომით და ორბიტით, ყველაზე მეტად ჰგავს დედამიწას.
III. მზის სისტემას, გალაქტიკის ორბიტის შემოსავლელად, 240 მლნ. წელი სჭირდება.
IV. სატურნის ჩრდ. პოლუსზე 6 კუთხა ღრუბელი არის, რომლის მოპირდაპირე გვერდებს შორის დაშორება, თითქმის, 30 000 კმ–ია.
V. თუ დედამიწაზე ვარდნის სიჩქარე საგნის მასაზე არის დამოკიდებული, მთვარის ზედაპირზე ასე არ ხდება. «აპოლონის» მისიის დროს, მთვარეზე მყოფმა ასტრონავტებმა გალილეის თეორია შეამოწმეს, თავისუფალი ვარდნის აჩქარების შესახებ. გაირკვა, რომ დედამიწის მსგავსად, საგნების ვარდნის სიჩქარე, მასაზე არ არის დამოკიდებული და უფრო ჩქარა ვარდება მის ზედაპირზე, ვიდრე ეს დედამიწაზე ხდება. მიზეზი კი, მთვარეზე ატმოსფეროს არ არსებობა არის.
VI. მთვარე რომ არ არსებობდეს, დედამიწაზე დღის ხანგრძლივობა მხოლოდ 6 სთ. იქნებოდა.
VII. შვეიცარიაში, მზის სისტემის ყველაზე დიდი მოდელია, მთელს მსოფლიოში. მისი მასშტავი 1:20 000 000 და 950 კმ–ზეა გადაჭიმული (მზე და შიდა პლანეტები სტოკჰოლმშია, დანარჩენი ციური სხეულები კი, დედაქალაქიდან მოშორებით, სხვადასხვა ქალაქში)
VIII. მზე თუ ოდესმე ნეიტრონულ ვარსკვლავად გადაიქცევა, მასზე მიზიდულობის ძალა იმდენად დიდი იქნება, რომ ყველაზე დიდი მთის სიმაღლე, მის ზედაპირზე, 5 მმ–ზე ნაკლები იქნება.
IX. დედამიწა — ერთადერთი ადგილია მზის სისტემაში, სადაც წყალი სამ აგრეგატულ (თხევადი, მყარი, აირი) მდგომარეობაში გვხვდება.
X. ყოველ 15 წელიწადში ერთხელ, სატურნის რგოლები დედამიწისკენ კიდით ბრუნდება და იმდენად ვიწრო ზოლი რჩება, რომ სატურნის ფონზე, აღარც კი ჩანს.