x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
იცნობდეთ!-ფოტომოდელი, მსახიობი და იუთუბერი ივანა ალაუი

image ივანა ალაუი ფოტომოდელი, მსახიობი და ბლოგერია, თან ძალიან პოპულარული.
ივანა დაიბადა 1996 წელს, მომავალი ფოტომოდელის დედა ფილიპინელია, მამა კი მაროკოელი.
გოგონა ბავშვობიდან ოცნებობდა გამხდარიყო ფოტომოდელი და მსახიობი, მაშინ გოგონა ვერც კი იფიქრებდა რომ მისი ოცნება ახდებოდა, მეტიც მასთან კონტრაქტს საკმაოდ ცნობილი სარეკლამო სააგენტოები გააფორმებდნენ.
გოგონა მესამე იყო და-ძმებს შორის, მისი უმცროსი და მონა ლუიზა რეი საბავშვო ფილმების საკმაოდ ცნობილი მსახიობი გახლდათ.
ივანა ალაუი ფსევდონიმად აირჩია გოგონამ, მისი ნადვილი სახელი და გვარი მარიამ ალ-ალაუი გახლავთ.
ივანა მონაწილეობდა "StarStruck GMA-7"-მეშვიდე სეზონში 2015 წელს, მას კონტრაქტი გაუფორმა "GMA Artist Center".
2018 წელს გადაიღეს "ABS-CBN"-ის რომანსებში "არაბი გაბი" და "ძვირფასი გული".
ივანა მალევე იქცა რამდენიმე სარეკლამო კომპანიის სახე. 2019 წელს მოხდა მისი დებიუტი სრულმეტრაჟიან ფილმში "ღია", მოგვიანებით კიდევ რამდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა. ერთერთი ფილმში შესრულებული როლის გამო მიიღო ჯილდო საუკეთესო ქალის როლისათვის "PMPC Star Awards"-ის 33-ე ცერემონიაზე.
ფილიპინელისა და მაროკოელის სისხლის შერწყმამ გოგონა ძალიან ლამაზი გახადა, მისი თქმით მას არასდროს უსარგებლია პლასტიკური ქირურგის დახმარებით და არც აპირებს რაიმე შეცვალოს მის გარეგნობაში. ივანა 24 წლისაა და ამ დროისათვის ძალიან წარმატებული ფოტომოდელი, მსახიობი და ბლოგერია, მის "ინსტაგრამ" გვერდს კი წარმოუდგენლად მრავალრიცხოვანი ხელმომწერები ყავს.
2020 წლის 7 თებერვალს ივანას "ABS-CBN"-2 წლიანი ექსკლუზიური კონტრაქტი გაუფორმა.
გთავაზობთ ივანა ალაუის ფოტოკოლაჟს.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



















0
370
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
370