x
მეტი
  • 27.11.2021
  • სტატია:115197
  • ვიდეო:352754
  • სურათი:489159
“დედაჩემის გაზრდილი კიდევ კარგად ვარ” - ნახეთ, რას წერს თაკო ჩარკვიანი

image


პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და მიხეილ სააკაშვლის დაკავებასთან დაკავშირებით, დედასთან, ირმა ჩხეიძესთან საუბრის დეტალებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ასაჯაროებს, რომელსაც თქვენც უცვლელად გთავაზობთ.


"ჩემი და დედაჩემის დიალოგი: - რას შვება ის ბიჭი შიმშილობს?! ( ის ბიჭი ანუ პრეზიდენტი) -კი დე …22-ე დღეა.- აცნობეთ მსოფლიო თანამეგობრობას, დიპლომატებს?!- კი დე სერიოზული გამოხმაურებებია ევროპარლენტარებისგან..-მაშინ მხოლოდ ერთი დარჩა ..-რა არის ის “ერთი”?!( ვეკითხები 86 წლის დედაჩემს)- ხალხი – ეს ერთადერთია და ეს რაოდენობას სულაც არ ნიშნავს- რაოდენობაც მნიშვნელოვანია დე( ვეუბნები)- მე ხალხი გითხარი თაკო და არა “ბრბო”, ხალხი არასოდეს არის ბევრი ( მიპასუხა 86 წლის ირმა ჩხეიძემ) და გააგრძელა: მრავალი წელია უსამართლობა სუფევს და ამ ახალგაზრდა პრეზიდენტის დასჯით რუსეთს ნუ გავახარებთ, ნუ დავამცირებთ საქართველოს…….ჩემთვის ვფიქრობ ახლა და მეცინება…ამის ანუ დედაჩემის გაზრდილი კიდევ კარგად ვარ, სიზმარში ” სპარსელების შემოსევას რომ არ ვხედავ.."- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, სადაც უკვე 22-ე დღეა შიმშილობს.





0
1028
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1028