ფეხბურთი
ლორია თუ რევიშვილი?
2012, 13 სექტემბერი, 15:32
სულ რამოდენიმე წლის წინ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მეკარის სერიოზული პრობლემა იდგა . ერთ-ერთი განხილვადი თემა ძლიერი მეკარის განატურალიზირება იყო. თუმცა საბედნიეროდ საქართველოს ყავს რამოდენიმე ძლიერი მეკარე. 2 გამორჩეულია : გიორგი ლორია და ნუკრი რევიშვილი. მათი არ ყოფნის შემთხვევაში კი მათივე შეცვლა თავისუფლად შეუძლიათ როინ კვასხვაძესა და ომარ მიგინეიშვილს.
2011 წლის სეზონში საქართველოს ნაკრების ნომერი პირველი მეკარე ნუკრი რევიშვილი იყო და ჩინებულადაც ასპარეზობდა, თუმცა ტრამვის შემდეგ მან დაკარგა ძირითადში ადგილი ნაკრებში. მისი ადგილი გიორგი ლორიამ დაიკავა რომელმაც ასევე ჩინებულად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ქეცბაია დილემის წინაშეა თუ რომელი იყოს ძირითადის მეკარე თუმცა ნეტა ყველა პოზიციაზე ეს პრობლემა ჰქონდეს საქართველოს.
დააფიქსირეთ თქვენი აზრი რომელი მეკარე უნდა იყოს ნომერ პირველი ნაკრებში .რაც შეეხება ჩემს აზრს მე უპირატესობას ნუკრი რევიშვილს ვანიჭებ.