ფეხბურთი
ლორია სავარაუდოდ 1-2 თვეს გამოტოვებს
2012, 13 სექტემბერი, 15:25
როგორ წინასწარმა გამოკვლევებმა აჩვენეს გიორგი ლორია ნაკრებს და დინამოს 1 ან 2 თვით დააკდება, თუმცა ეს მხოლოდ წინასწარი ვარაუდია.ზუსტი დასკვნების გამოტანა 2 დღეში, პროცედურების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი. თუ ზემოთხსენებული ვარაუდი გამართლდა ლორიას მოუწევს გამოტოვება საქართველოს ჩემპიონატის 6 ტურის: დილას, სტუს, ვიტჯორჯიას, ჩიხურას, სიონის, ზესტაფონის წინააღმდეგ და რაც მთავარია საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება ოქტომბერში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩეში ფინეთისა და ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ.
სავარაუდოდ ლორიას არ ყოფნაში საქართველოს ნომერ პირველი მეკარის წოდებას დაიბრუნებს ნუკრი რევიშვილი, რომელიც არანაკლებ ბრწყინვალე და გულშემატკივრებისთვის საყვარელი მეკარეა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.