x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მუსლიმი ქალები, რომლებიც წესების წინააღმდეგ წავიდნენ და მთელი არაბული სამყარო აანერვიულეს

image


ფიქრობთ, რომ არაბული ქვეყნების ქალები ქმრებს ბოლომდე ემორჩილებიან? მართალია, უმეტეს შემთხვევაში ეს ასეც ხდება, თუმცა ახლა ქალები თავიანთი უფლებებისთვის სულ უფრო მეტად იბრძვიან, და რაც მთავარია შედეგსაც აღწევენ. როგორც ცნობილია, 2018 წლიდან საუდის არაბეთში ქალებს როგორც იქნა ავტომობილის მართვის უფლება მიენიჭათ, რაც მათთვის ერთგვარ მიღწევადაც კი იქცა. დღევანდელ სტატიაში გადავწყვიტე მოგიყვეთ იმ მუსლიმი ქალების შესახებ, რომლებიც წესების წინააღმდეგ წავიდნენ და იმდენი ქნეს რომ საკუთარ თავზე მთელი მსოფლიო აალაპარაკეს.





დინა აბდულაზიზი, 46 წლის "ბიზნესვუმენი", საუდის არაბეთის პრინცის, აბდულაზიზ ბინ ნასერ ბინ აბდულაზიზ ალ საუდის მეუღლე


image


მის იმიჯზე გავლენა ყველაზე მეტად მშობლებმა მოახდინეს. საუდის არაბეთის პრინცესას სტილი ჰარმონიულად აერთიანებს აღმოსავლურ და დასავლურ სილამაზესა და ტრადიციებს. დინამ განათლება ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტში მიიღო, შემდეგ კი, 1996 წელს მომავალი მეუღლე გაიცნო, რომელსაც 2 წელში ცოლადაც გაჰყვა. 2006 წელს დინამ მამის დახმარებით საკუთარი ბუტიკი "D'NA" ჯერ რიადში (საუდის არაბეთი) შემდეგ კი, უკვე დოჰაშიც (ყატარი) გახსნა. ის თანამედროვე მუსლიმი ქალის ერთგვარ სტილის ხატად იქცა. დინა ორგანიზაცია "Dubai Design and Fashion Council" -ის ერთ - ერთი დამფუძნებელი გახლავთ, რომელიც არაბ დიზაინერებს ფინანსურ დახმარებას უწევს.



image



მაიტა ბინტ მუჰამედ იბნ რაშიდ ალ მაკტუმი, 41 წლის პრინცესა,
არაბეთის გაერთიანებული საამიროების კარატეს ნაკრების კაპიტანი


image


არაბეთის გაერთიანებულ საამიროების კარატეს ჩემპიონატში 13 წლის ასაკში მან უკვე ოქროს მედალი მოიპოვა. 2008 წელს ის პირველი არაბი სპორტსმენი გახდა, რომელსაც პეკინის ოლიმპიადაზე საკუთარი ქვეყნის დროშის ტარების პატივი ერგო. შეიხი არაბეთის გაერთიანებული საამიროების ტაეკვონდოსა და კარატეს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტებს იკავებს, ასევე ხელმძღვანელობს არაბთა კარატეს კავშირის ქალთა კომიტეტს, არაბულ ტაეკვონდოს ფედერაციას, დასავლეთ აზიის კარატეს ფედერაციის ქალთა კომიტეტს და ასევე წარმოადგენს აზიას მსოფლიო კარატეს ფედერაციის სპორტსმენთა კომისიაშიც. მაიტა ბინტ მუჰამედ იბნ რაშიდ ალ მაკტუმი 2015 წლის დეკემბერში მამამ (მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი - არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრეზიდენტი ასევე დუბაის საამიროს მმართველი) "Global Initiative Foundation"- ის გამგეობის წევრადაც დანიშნა.


image



ჰალიმა ადენი, 24 წლის, სუპერმოდელი


image


ჰალიმა კენიის ლტოლვილთა ბანაკში დაიბადა. მოგვიანებით, ის საცხოვრებლად მშობლებთან ერთად შეერთებულ შტატებში გადავიდა, გოგონამ საკუთარ თავზე გამოსცადა თუ რას ნიშნავს ბავშვთა ბულინგი. სწორედ მაშინ გადაწყვიტა მომავალმა ტოპ-მოდელმა რომ ჰიჯაბის ტარებაზე ის უარს არ იტყოდა: "ის მე უფრო თავდაჯერებულს მხდის" - განაცხადა ერთ - ერთ ინტერვიუში გოგონამ. ადენი ისტორიაში პირველი მოდელი გახდა, ვინც ჰიჯაბს ატარებს. დღესდღეობით, ჰალიმა ადენი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მოდელად ითვლება.



image



ჰუდა კატანი 38 წლის, ბიუთი - ბლოგერი



image


ჰუდა კატანი შეერთებულ შტატებში ერაყიდან ემიგრირებულთა ოჯახში გაიზარდა. გოგონას "ინსტაგრამ" გვერდზე 49 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ბლოგერი კოსმეტიკური საშუალებების საკუთარ ხაზს "Huda Beauty"- ის ფლობს და წამყვან ვიზაჟისტთა შორის მოწინავე პოზიციასაც იკავებს. მართალია, გოგონამ ჰიჯაბის ტარებაზე უარი თქვა, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია მუსულმანურ სამყაროში პოპულარულ ქალად ქცეულიყო.


image


0
310
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
310