x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"თქვენ შეიძლება ილია მეორის ჩლუნგი კულტმადიდებლების გული მოიგეთ, მაგრამ არა გონიერი და საღი აზროვნების მქონე ადამიანებისა" - ილია ჭიღლაძე
image

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალური ქსელით ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და წერს:


“ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, უნდა გააცნობიეროთ, რომ დღეს, 2012 წელი აღარაა და ილია მეორე არათუ ავტორიტეტი აღარ არის ქართველი ერისთვის, განსაკუთრებით ახალი თაობებისთვის, არამედ, ის არის გაშიფრული რუსეთის ნომერ პირველი აგენტი საქართველოში, დაუფარავი პუტჩისტი, სტალინისტი და პუტინისტი, საქართველოს განვითარების უპირველესი მუხრუჭი, რომელმაც ქრისტიანული რელიგია და საქართველოს ეკლესია აქცია კრემლის იდეოლგიურ და პოლიტიკურ ინსტრუმენტად.



ყოველგვარი რევერანსები ილია მეორის კერპის წინაშე არის წარსულში დაბრუნება, ბატონო მიხეილ! ვლადიკავკაზელ-ზაგორსკელმა ილია მეორემ ერთხელ არ მოუწოდა ერს აცრისაკენ, მან მოაწყო სისხლიანი 17 მაისი და 5 ივლისი, მან მხარი დაუჭირა 2012 წლის ავანტურას და შემდგომ პატივით მიიღო ამ ავანტურის მომწყობი სადისტი ბედუკაძე. მოეშვით პირფერობას ამ საბჭოთა გადმონაშთის მიმართ და იყავით თანმიმდევრული ჩასარეცხების მიმართ. თქვენ შეიძლება დღევანდელი განცხადებით ილია მეორის ჩლუნგი კულტმადიდებლების გული მოიგეთ, მაგრამ არა გონიერი და მოაზროვნე, საღი აზროვნების მქონე ადამიანებისა, რომელთაც გული დაწყვიტეთ და ჯანსაღი მომავლის პერსპექტივას უქრობთ”



შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ილია მეორის მხარდამჭერი წერილი გაავრცელა, სადაც ის წერს, რომ მის სულიერ შვილად მიიჩნია თავი და მხარს უჭერს ყველა ძირითად საეკლესიო საკითხებში.


" ჯერ კიდევ ბავშვი დავესწარი უწმინდესის წირვას, ვრჩები მის სულიერ შვილად და მხარს ვუჭერ ყველა მის პოზიციას, ძირითადად საეკლესიო საკითხებზე. პირველი მინისტრი ვიყავი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც იუსტიციის სამინისტროს და საპატრიარქოს შორის გავაფორმე ხელშეკრულება და საფუძველი ჩავუყარეთ მოგვიანებით კონკორდატს. თბილისის საკრებულოს თავჯდომარეობის დროს ერთად ვიბრძოდით ხუთჯვრიანი დროშის დასაკანონებლად, ერთად აღვადგინეთ ბაგრატის, შემდეგ ფოთის და ნეკრესის ტაძრები….შემდგომშიც ყველა ძირითად საკითხში, მათ შორის, სხცა ეკლესიებთან ურთიერთობებში, ვიყავი და ვარ მისი და წმინდა სინოდის ძირითადი პოზიციების მიმდევარი."-აღნიშნა სააკაშვილმა.

1
480
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
480
  
2021, 20 ოქტომბერი, 22:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1