საზოგადოება "მამა 9 წლის ასაკიდან მაუპატიურებდა" - შემზარავი ისტორია The talk შოუში (ვიდეო) 2021, 19 ოქტომბერი, 15:13
The talk შოუში, რომელიც ამიერიდან სამშაბათის ნაცვლად ოთხშაბათობით გადის "რუსთავი-2"-ის ეთერში, ამჯერად ქობულეთელ 25 წლის გოგონას, ვიქტორია კოზლოვას უმძიმეს ისტორიას მოისმენთ, თუ 9 წლის ასაკიდან მოყოლებული, სექსუალურად როგორ ძალადობმა მასზე მამამისი.
გოგონამ წლების შემდეგ გაბედა და გადაწყვიტა საკუთარი შემზარავი ამბავი საზოგადოებისთვის მოეთხრო, იგი სპეციალურად ქობულეთიდან ჩამოვიდა, რათა გადაცემა The talk შოუში მიეღო მონაწილეობა. "ეს იყო 2005 წელს, მე ვიყავი მესამე კლასში, ვცხოვრობდი ქალაქ ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე... დედა და მამა გაციულებულები იყვნენ, მე მივიღე გადაწყვეტილება მეცხოვრა მამასთან, რადგან დედაჩემი ფიზიკურად ძალადობდა, ეს იყო ცემა, შეურაცხყოფა და გინება.." - იხსენებს ვიქტორია კოზლოვა. შემდეგ ვიქტორია საუბრობს მამამისზე, რომელსაც ქობულეთში იცნობდნენ, როგორც ყველა პატივსაცემ კაცს, თუმცა სინამდვილეში ის იყო სასტიკი პიროვნება, რომელიც საკუთარ ქალიშვილზე როგორც ფიზიკურად ასევე სექსუალურად ძალადობდა, რომელიც წელიწადნახევარი გრძელდებოდა. საერთაშორისო გადაცემა The Talk- შოუს ქართული ანალოგი "რუსთავი 2"-ზე გადის, გადაცემის წამყვანები არიან სტეფანე მღებრიშვილი, რუსკა მაყაშვილი, ნატა ასათიანი, ნელი აგირბა და მარიამ სანოგო. 949 3-ს მოსწონს
|