ისტორია რატომ არ დაიხსნა სუპერჯაშუში რიხარდ ზორგე სტალინმა? 2021, 18 ოქტომბერი, 12:19 ![]() რიხარდ ზორგემ, ცნობილი ფსევდონიმებით "რამზაი", "ინსორი" და "ზონტერი" და მისმა ჯგუფმა, რომელიც მოიცავდა 32 საიდუმლო აგენტს, საბჭოთა მხარეს უამრავი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადასცეს . მათ შორის: ***ზორგეს წყალობით საბჭოთა კავშირში უკვე იცოდნენ, რომ 1939 სექტემბერში გერმანია პოლონეთის დაპყრობას აპირებდა. ***ზორგემ 1940 წელს საბჭოთა მხარეს აცნობა, რომ გერმანიის მიერ დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე შეტევის შემდეგ, იგეგმებოდა სსრკ-ზე თავდასხმა. ***ზორგემ ზუსტად ვერ დაასახელა სსრკ-ზე თავდასხმის თარიღი, ეს უნდა ყოფილიყო ან მაისში ან ივნისში, შემდეგ დაასახელა 15 ივნისი ან ივნისის ბოლოს, თუმცა დაბეჯითებით იტყობინებოდა, რომ ივნისის თვეს არ გადაცილდებოდა. ***ზორგემ საბჭოთა მხარეს აცნობა, რომ იაპონია არ აპირებდა სსრკ-ზე თავდასხმას. ***ზორგემ გარკვეულწილად მოახერხა მეორე მსოფლიო ომის შემობრუნება: "რამზაის" ჯგუფის გავლენით ტოკიომ გადაწყვიტა აშშ -ს შეიარაღებული ძალებს თავს დასხმოდა ჰავაის კუნძულებზე.რის შემდეგაც აშშ-მ გადაწყვიტა ომი გამოეცხადებინა იაპონიისთვის, რითაც თავისთავად გახდნენ ანტიჰიტლერული კოალიციის აქტიური მონაწილეები. ![]() 1941 წელს ზორგე უკანასკნელ შიფროგრამას უგზავნის საბჭოთა დაზვერვას: “მოსკოვი. ცენტრი. იმპერატორ ჰიროჰიტოს თავმჯდომარეობით ჩატარდა სატახტო საბჭო სხდომა სადაც მიიღეს გადაწყვეტილება ინდოეთზე თავდასხმის შესახებ და საბჭოთა კავშირზე თავდაუსხმელობის ფაქტის შენარჩუნების შესახებ. ჯარების საკმარისი რაოდენობის მზადყოფნის შესახებ, რათა ხელსაყრელ მომენტში მაინც განახორციელონ თავდასხმა. “რამზაი”. 1941 წელი. 2 ივლისი.” ამის შემდეგ უკანასკნელ დეპეშას ამზადებს, სადაც მიაჩნდა, რომ მისი და მისი ჯგუფის მისია უკვე დასრულებული იყო, თუმცა მისი გაგზავნა ვეღარ მოასწრო: "ჩვენი მისია იაპონიაში შესრულებულია. იაპონიასა და საბჭოთა კავშირს შორის ომი თავიდან ავიცილეთ. დაგვაბრუნეთ მოსკოვში ან გაგვიშვით გერმანიაში” 18 ოქტომბერს ზორგე და მისი თანამზრახველები დააპატიმრეს. მისი ჯგუფის დაპატიმრებას იაპონიის კონტრდაზვერვა აფასებდა როგორც ყველაზე დიდი წარმატებას II მსოფლიო ომის განმავლობაში. ამისთვის ორმოცდათორმეტმა იაპონელმა კონტრმზვერავმა უმაღლესი ჯილდოები დაიმსახურა. ![]() ზორგეზე განაჩენი აღსრულდა 1944 წლის 7 ნოემბერს, ზორგეს უკანასკნელი სიტყვები იყო:"”სეკიგუნი (წითელი არმია)!კოკუსაი კიოსანტო (კომინტერნი)!სობიეტო კიოსანტო (საბჭოთა კომუნისტური პარტია)! რატომ არ დაიხსნა სტალინმა ერთ-ერთი საუკეთესო საბჭოთა ჯაშუში?მით უმეტეს მის გადაცვლას იაპონური მხარე ორ მათ ადმირალზე სთავაზობდა.რომელიც საბჭოთა მხარს ტყვედ ჰყავდა აყვანილი . და ეს არ არის მითი!ომის შემდეგ, შემოთავაზებული გაცვლის უდავო ფაქტი დაადასტურა ერთ-ერთმა საუკეთესო გერმანელმა ჯაშუშმა, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობდა. ![]() მაგრამ სტალინს ერთი წუთითაც არ უფიქრია ზორგეს დახსნა, რადგან მას იგი მიაჩნდა ორმაგ აგენტად, რომელიც საბჭოთა კავშირზე და გერმანიაზე ერთდროულად მუშაობდა . აღსანიშნავია, რომ დაზვერვის ზოგიერთ ხელმძღვანელსაც, რომელიც "დიდი ბელადთან " ახლოს იყი, გულწრფელად ეჭვობდა, რომ ზორგე გერმანელებთან თანამშრომლობდა. ![]() იაპონელებს, სტალინის მსგავსად, სჯეროდათ, რომ ის იყო ორმაგი აგენტი -გერმანელების და საბჭოთა ერთდროულად.თუმცა, სტალინიც და იაპონიის კონტრდაზვერვაც ცდებოდა, რიხარდ ზორგე არ იყო ორმაგი აგენტი.ეს უკვე დამტკიცებულია, თავად გერმანული დოკუმენტების შესწავლის შემდეგ. რიხარდ ზორგეს 1964 წელს(სიკვდილის შემდეგ)საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. ![]() 816 4-ს მოსწონს
|