x
მეტი
  • 21.04.2024
  • სტატია:134438
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508508
სპლიყვი ხუთი საათი  გაუჩერებლად ტიროდა დედის გამო

ზოოპარკის თანამშრომლები სულისშემძვრელი სანახაობის მოწმენი გახდნენ. სპლიყვი, რომელიც აგრესიულ დედას ჩამოაშორეს, ხუთი საათის განმავლობაში ტიროდა.


image



როგორც ბრიტანული ტაბლოიდი იუწყება, 2013 წლის 30 აგვისტოს ჩინეთში, ერთ-ერთ ზოოპარკში სასიხარულო მოვლენა მოხდა: დაიბადა სპლიყვი. თუმცა ცოცხალი ბუნების მუზეუმის თანამშრომლების სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, იმდენად რამდენადაც ახალშობილი სიკვდილს გადაურჩა - დედამ მშობიარობისთანავე ფეხი დააბიჯა.



ვეტერინარებმა ჩათვალეს, რომ უბედურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. სპლიყვი გალიიდან გამოიყვანეს შემოწმებისთვის და საჭირო დახმარების გაწევისთვის. გამოკვლევამ აჩვენა, რომ დედა სპილომ ნამდვილად მიაყენა ტრამვები საკუთარ შვილს, რის გამოც სპეციალისტებს პატარა პაციენტის ჭრილობების დამუშავება მოუხდათ.

image

ორი საათის შემდეგ ვეტერინარებმა ახალშობილი გალიაში დააბრუნეს დედასთან კონტაქტის დასამყარებლად. მაგრამ, მათ ქმედებას საპირისპირო შედეგი მოჰყვა: როგორც კი პატარა სპილო დედის გვერდით აღმოჩნდა, მან თავდასხმა გაიმეორა, კვლავ გააგრძელა ახალშობილის სასტიკი გადათელვა.




image




ზოოპარკის გაოგნებულმა თანამშრომლებმა სასწრაფოდ გამოარიდეს აგრესიულ დედას პატარა სპლიყვი და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.



დედასთან დაშორებამ ისე დაადარდიანა დაშავებული სპლიყვი, რომ ტირილი დაიწყო, გვაუწყებს FederalPost.


მუშებმა სცადეს ობოლის მოალერსება და დამშვიდება, მაგრამ უშედეგოდ - პატარა ცხოველის წუხილი იმდენად დიდი იყო, რომ მთელი ხუთი საათი იტირა.




„ის შეუჩერებლად ქვითინებდა ხუთი საათის განმავლობაში, - ამბობს გიდი. - და ეს ისეთ დედასთან განშორების გამო, რომელიც მის მოკვლას ცდილობდა“.




ახალშობილის ტანჯვამ ზოოპარკის ყველა თანამშრომელი დაამწუხრა, მაგრამ აღარ უცდიათ ცხოველების ისევ შეერთება.

„შესაძლებელი იყო მათ შორის მჭიდრო კავშირი ყოფილიყო. თუმცა დედა სპილო არაადეკვატურად მოიქცა, ამიტომ არ შეგვეძლო სპლიყვის სიცოცხლე გაგვერისკა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ცოცხალი ბუნების მუზეუმის პრეს-მდივანმა.



image




იხილეთ ასევე:


image



ადამიანის სისასტიკეს ზღვარი არ უჩანს. დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბოლტონში გულგატეხილი გედი გარდაიცვალა. მას კვერცხები დაუმტვრიეს უგულო ხულიგნებმა. მამალი გედი კი სადღაც გადაიკარგა. ვანდალებმა პაწაწუნა, ჯერ არგამოჩეკილი გედის ჭუჭულები მოკლეს ბუდეში აგურებით. მალევე -ალბათ სტრესის გამო - მამალი გედი სადღაც გაქრა. დედა კი მალევე



image



მონადირეებმა სოციალურ ქსელში დადეს ვიდეო, რომელშიც ჩანს თუ როგორ დახოცეს მთელი ხროვა და ჭამენ მგლის ჯერ ისევ თბილ გულს. ასევე გააზიარეს ათობით მოკლულ მტაცებელთან ერთად გადაღებული სურათები. ორმა მამაკაცმა მოკბიჩა უმი გულის ნაწილი, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა ნადავლით წაიტრაბახა - თავი აუწია ხროვის მოკლულ მეთაურს, კადრ...




image


ადამიანებსა და ცხოველებს ბევრად მეტი საერთო აქვთ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ემოციებსაც კი ისინი ჩვენზე უკეთესად გამოხატავენ. არის რიგი ფაქტებისა, რომლებსაც თქვენში სინაზიდან მწუხარებამდე ემოციების მთელი ქარიშხალის გამოწვევა შეუძლია. და მერწმუნეთ, ქვემოთ მოყვანილი ფაქტები ნამდვილად გასაოცარია. კატები



image


ეს საოცარი ისტორია რუსეთში მოხდა: მამაკაცი გადატეხილი ხერხემლით ერთი თვე ყავდა დათვს ბუნაგში. მამაკაცი გადარჩა. როგორც თავად ამბობს - დათვმა ხერხემალი გადაუტეხა და ბუნაგში დააგდო როგორც საჭმლის მარაგი. მამაკაცი საკუთარ შარდს სვამდა სიცოცხლე რომ შეენარჩუნებია. იწვა გაუნძრევლად (დათვის ყურადღება რომ არ მიექცია) ისე ...


0
566
8-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
566
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0