x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მეცნიერებმა დაადგინეს თუ როგორი ქალები იზიდავთ მამაკაცებს ყველაზე მეტად

როგორი ქალები იზიდავენ მამაკაცებს: შავგვრემანი თუ ქერა, გამხდარი თუ მსუქანი? ამ თემაზე კამათი შეიძლება უსასრულოდ გაგრძლდეს. აბა, რომელ ქალს არ სურს თავისი რჩეულისთვის ყველაზე სასურველი და მიმზიდველი იყოს?


image


მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს რაზე აღარ უწევთ წასვლა "სექსუალურად" რომ გამოიყურებოდნენ: ისინი რადიკალურად იცვლიან გარეგნობას, რისკავენ საკუთარ ჯანმრთელობას, იძენენ სუნამოებს ფერომონებითა და ხარჯავენ სილამაზის სალონებში უამრავ თანხას არც თუ სასიამოვნო პროცედურებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ დამქანცველ დიეტებსა და მტანჯველ ვარჯიშებზე რაც მათ მოდელის პარამეტრების მიღწევაში ეხმარება - რაც ბევრის აზრით, სწორედ ბედნიერი პირადი ცხოვრების გარანტიაა.


image

ამ თემაზე მსჯელობა შეგვიძლია საბოლოოდ დასრულებულად გამოვაცხადოთ. აბერდინის უნივერსიტეტის (შოტლანდია) მეცნიერებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს და იდეალური ქალის ფიგურის ფორმულაც გამოიყვანეს. მათ ქალის პროპორციებსა და სექსუალურ მიმზიდველობას შორის პირდაპირი კავშირი დაადგინეს.


image

ტვინის რეაქციებისა და მამაკაცთა გამოკითხვის მიხედვით, ფოტოებზე გოგონების ყველაზე მიმზიდველ სიმაღლედ - 165 სმ-ი და 65 კილოგრამი დასახელდა. ასეთი პროპორციების მქონე გოგონას გამხდარი არა, მაგრამ აი, ფორმებიანი კი შეიძლება თავისუფლად ვუწოდოთ.


image


თუმცა თუ თქვენი სიმაღლე მითითებულზე დაბალი ან მაღალია, გულს ნუ გაიტეხთ. იმისთვის რომ "სექსი" იყოთ, სიმაღლე სულაც არ არის გადამწყვეტი, მთავარი აქ მაინც პროპორციებია. ყველაზე სასურველ ქალებად კი, ისინი დასახელდნენ რომელთა სხეულის მასის ინდექსიც 22, 8 -დან 24, 8-მდე მერყეობდა. BMI- ის გამოთვლა საკმაოდ მარტივია, ამისთვის წონა კილოგრამებში უნდა გაიყოს სიმაღლის კვადრატზე (მეტრებში), ანუ სხეულის მასის ინდექსი = წონა (კგ) : (სიმაღლე (მ) 2. მაგალითად, შეყვანილი მონაცემები ასეთია: წონა = 60 კგ, სიმაღლე = 162 სმ. შესაბამისად, სხეულის მასის ინდექსი = 60:(1, 62 × 1, 62) = 22, 8-აა. მეცნიერთა აზრით, მამაკაცებმა სწორედ ასეთი პარამეტრების მქონე ქალი აირჩიეს.


image


ასეთია მეცნიერთა დასკვნა, თუმცა ფაქტია სილამაზის, მომხიბვლელობისა და ქალური მიმზიდველობის შეფასება მხოლოდ მშრალი ციფრებით შეუძლებელია, და თითოეული ქალი თავისებურად ლამაზი და მომხიბვლელია.










0
3181
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
3181