კაბები პატარძლები და საპატარძლო კაბები რომელსაც ქართველი პატარძალი ვფიქრობ არასდროს ჩაიცვამს მენტალობიდან გამომდინარე 2021, 16 ოქტომბერი, 12:50 ქორწილის დღე უამრავი ადამიანისთვის საოცნებო დღეა, ესაა ბედნიერებასთან, რომანტიკასთან და სიყვარულთან დაკავშირებული დღე.
დღე როცა წყვილი ოფიციალურ სახეს აძლევს მათ ურთიერთობას, დღე როცა ოჯახი სპეციალურად ემზადება ამ დღის კარგად და სასიამოვნოდ ჩასატარებლად, პატარძლისათვის ირჩევა საქორწილო კაბებიდან ის ერთი კაბა რომლითაც უნდა წარსდგეს ის სტუმრების წინაშე, ნებისმიერი პატარძლის სურვილია გამოჩნდეს ლამაზი და ბუნებრივია ცდილობს შეარჩიოს ისეთი კაბა რომელიც ტანზეც მოადგება, თან სანახავადაც ეფექტური და შთამბეჭდავი იქნება. თუმცა ნათქვამია "გემოვნებაზე არ დაობენო", მეც ვეთანხმები ამ გამოთქმას, მაგრამ მე ვფიქრობ და ბევრი თქვენგანიც დამეთანხმება არის ზღვარი რომელსაც არ უნდა გადააბიჯო. ზედა სურათზ ხედავთ პატარძლებს რომელთა ჩაცმულობას არც კი ვიცი რა ვუწოდო, ეს თუ მოდური ჩაცმაა მაშინ მოდის სამყარო შეშლილა და ესაა. პატარძალი "ცეცხლოვანი" საპატარძლო კაბით. საპატარძლო კაბითაა ეს გოგო თუ ტორტში ზის მე ვერ გავიგე და იქნებ თქვენ მიხვდეთ. როცა შენი ქვეყნის სიყვარულის გამოხატვა გინდა და ამისათვის საპატარძლო კაბას იყენებ. ეს პატარძალი რას განასახიერებს თეთრ მტრედს თუ გედს, აბა ეს კაბა ნამდვილად არაა. იმედია ამ პატარძლის კაბას ნასვამი სტუმარი ქინძისთავით არ დაჩხვლეტს, თორემ დარჩება ეს გოგო შიშველი. ჯობდა ნაჭერი ქვევით მოეკლო და ზევით დაეფარა სხეული. ასე ჩაცმული პატარძლის ნახვისას მე სიცილს ვერ შევიკავებდი. ქალი იდუმალებით მოცული უნდა იყოს ქორწილის დღეს. არა, ასე ჩაცმული პატარძლის დანახვა არ მომეწონებოდა. ასე ჩაცმული პატარძლის დანახვაზე სტუმრები საკმაოდ დაფრთხებიან. რქების გარშე აბა როგორ უნდა იყოს საპატარძლო კაბის აქსესუარი! 1130 5-ს მოსწონს |