x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115347
  • ვიდეო:352802
  • სურათი:489319
თოვლის ლეოპარდის (ირბისის) დაუჯერებელი შენიღბვა - ეცადეთ, იპოვოთ იგი

image



თოვლის ლეოპარდი, თოვლის ჯიქი, იგივე ირბისი მტაცებელი ძუძუმწოვარია, კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი და გავრცელებულია უმთავრესად ცენტრალური აზიის მაღალმთიან ზონაში, ჰიმალაისა და ტიბეტის მთებში. იგი ერთ-ერთია იმ ცხოველთა და ფრინველთა შორის, რომელსაც გარემოსთან ადაპტაცია შეუძლია. კერძოდ, ირბისს თავისი შეფერილობის წყალობით, შეუძლია, მოხერხებულად დაემალოს მტრებს თოვლში. ფოტო-გამოცანა ამის მტკიცებულებაა. თქვენ უნდა იპოვოთ თოვლის ლეოპარდი 30 წამში. აბა, სცადეთ და იხალისეთ.

სრული ფოტო:

image




პასუხი:

თოვლის ლეოპარდი იმალება ზუსტად ფოტოს შუაში, ცენტრში, იგი პირდაპირ უყურებს კამერის ობიექტივს. მოძებნა არ გაგიჭირდებოდათ, თუ გაითვალისწინებდით, რომ თოვლის ლეოპარდი (სახელის მიუხედავად) თეთრი არაა. აი, ასეთია ირბისი, რომელიც უნდა გეპოვათ:



image

აქ კი თოვლის ლეოპარდი უშუალოდ ფოტო-გამოცანაზე შემოგიხაზეთ:


image


ისრებით მონიშნულია თოვლის ლეოპარდის თავი, რათა დარწმუნდეთ, რომ მისი მზერა ნამდვილად მიმართულია კამერის ობიექტივისაკენ.

image


0
319
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0