x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ცნობილი ვარსკვლავები, რომლებმაც სიყვარული გვიან იპოვეს

image
საზოგადოების ზეწოლა გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ნამდვილი სიყვარული ადრეულ ასაკში უნდა ვიპოვოთ და შემდეგ მთელი ცხოვრება უნდა შევინარჩუნოთ. სინამდვილეში კი, სიყვარული ნებისმიერ ასაკში შეიძლება გეწვიოთ და დაგვიანებული არაფერია.

1. ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი

2000-იანების ყველაზე პოპულარული წყვილი 2004 წელს დაშორდა სწორედ საზოგადოების ზეწოლის გამო. მას შემდეგ ორივეს საკუთარი პირადი ცხოვრება და ოჯახი ჰქონდა. ლოპესი მომღერალ მარკ ენტონიზე დაქორწინდა, აფლეკი კი მსახიობ ჯენიფერ გარნერზე. საბოლოო ჯამში მათი ოჯახებიც დაიშალა და სხვა რომანების შემდეგ ერთმანეთი წელს ისევ იპოვეს და ისევ ერთად არიან.image

2. მადონა

მადონამ ახალგაზრდა მოცეკვავე ახლამალიკ უილიამსი 2018 წელს, 60 წლის ასაკში გაიცნო და დღესაც ერთად არიან.image

3. ევა ლონგორია

მსახიობმა მექსიკელი ბიზნესმენი ხოსე ანტონიო 2015 წელს, 40 წლის ასაკში გაიცნო და მას შემდეგ ერთად არიან, ჰყავთ საერთო შვილიც.image

4. ჯერი საინფელდი

კომიკოსმა მომავალი ცოლი ჯესიკა სკლარი 1999 წელს გაიცნო 45 წლის ასაკში.image

5. ჯერი ჰოლიველი

Spice Girl-ის ყოფილმა წევრმა კრისტიან ჰორნერი 2014 წელს გაიცნო, 41 წლის ასაკში.image

6. უორენ ბიტი

მსახიობი ანეტ ბენინგზე 1992 წელს დაქორწინდა, 55 წლის ასაკში.image

7. პოლ მაკარტნი

მომღერალი ნენსი შეველზე 2011 წელს დაქორწინდა, 69 წლის ასაკში. ერთმანეთი კი 2007 წელს გაიცნეს. image






0
250
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0