x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ტინა კუნაკისა და ვენსან კასელის ფოტოებით გადმოცემული სიყვარულის ისტორია

image

20 წლის ფრანგ მოდელს ტინა კუნაკისა და 51 წლის ფრანგ მსახიობს ვენსან კასელს ხანგრძლივ ურთიერთობას არავინ უწინასწრმეტყველებდა, თუმცა წყვილი უკვე 3 წელია ერთად არის. მათ ერთმანეთი 2015 წელს შვებულებაში ყოფნისას გაიცნეს, თუმცა კუნაკის თქმით, სანამ ის ვენსანს შეხვდებოდა, მანამდე მისი არსებობის შესახებ არც არაფერი იცოდა. შეყვარებულებმა თავიანთი ურთიერთობის შესახებ პირველად "ინსტაგრამზე" 2016 წლის აგვისტოში განაცხადეს, ხოლო საზოგადოების წინაშე პირველად იმავე წლის ნოემბერში გამოჩნდნენ. წყვილი პარიზის გრანდ პალასში "ვიქტორია სეკრეტის" ჩვენებას დაესწრო. 2019 წლის 24 აგვისტოს წყვილი დაქორწინდა - ქორწილი საფრანგეთის სამხრეთ - დასავლეთით მდებარე ქალაქ ბიდარტში შედგა. იმავე წლის 19 აპრილს კი, კასელი და კუნაკი მშობლები გახდნენ, მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ამაზონი დაარქვეს.


image


მეუღლეები სხვადასხვა ფესტივალებსა თუ ღონისძიებებზე საზოგადოების წინაშე ერთად საკმაოდ ხშირად ჩნდებიან, ვარსკვლავური წყვილი ნაკლებად აქტიური არც სოციალურ ქსელებშია, სადაც სანაპიროზე დასვენებისა თუ მეგობრების წრეში გადაღებულ ერთობლივ ფოტოებს ერთგულ გამომწერებს სისტემატურად უზიარებს. მოდით, ვნახოთ თუ როგორ ცხოვრობს მსოფლიო შოუ - ბიზნესის ერთ-ერთი ულამაზესი წყვილი, რომელთა ურთიერთობასაც თავიდან სერიოზულად არავინ უყურებდა.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




0
464
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
464