საბუნებისმეტყველო ამერიკაში მიიღეს მანათობელი მცენარე,რომელიც მომავალში ლამპიონებს შეცვლის 2021, 13 ოქტომბერი, 15:16 ![]() ამერიკელმა მკვლევარებმა გადაწყვიტეს ხელოვნური სინათლის წყაროების ბუნებრივით ჩანაცვლება. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერებმა გამოიყვანეს მანათობელი მცენარე, რომლებიც მომავალში გახდება ქუჩის განათების ალტერნატივა.დღიესთვის ამ მცენარით უკვე შესაძლებელია მაგიდის აბაჟურის ჩანაცვლება წერს გამოცემა Interesting Engineering. პირველად მკვლევარებმა მცენარესგან შუქის მიღება 2017 წელს შეძლეს, მათ ფოთლებში შეიყვანეს ციცინათელების ფერმენტების მსგავსი, -ლუმინისცენტური ნანონაწილაკები. ინჟინრები აგრძელებენ გამოგონილი ტექნოლოგიის დახვეწას. პირველ ექსპერიმენტებში მცენარეებიდან მიღებული შუქი ძალიან დაბურული იყო, მაგრამ ახლა ის ათჯერ უფრო კაშკაშაა და საკმარისია პატარა ოთახის გასანათებლად. ბუნებრივ განათებას შეუძლია იმუშაოს რამდენიმე წუთის განმავლობაში და დაიტენოს შუქდიოდისგან სულ რაღაც ათ წამში. ![]() ადრე, ბრიტანელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სახურავებზე და კედლებზე გაზრდილი მცენარეები გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. მაგალითად სახურავზე ნიადაგის სქელი ფენა იცავს შენობას ზაფხულში გადახურებისგან და ზამთარში წყალდიდობისგან, ასევე დაზოგავს მოსახლეობის ელექტროენერგიის გადასახადს. 217 4-ს მოსწონს
|