x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
„სააკაშვილი დედამისს ცემაში კლავდა, დედას არ ინდობდა, რისი მოწმეც მე ვარ“ - ხაინდრავა
image


კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში, მომღერალ გია გაჩეჩილაძის საავტორო გადაცემა "უცნობის კიდობანში" დაკავებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.


მისი თქმით, ექსპრეზიდენტი საკუთარ დედას სცემდა. ხაინდრავა ირწმუნება, რომ ამ ყველაფრის მოწმე ის თავად არის. რეჟისორი ამბობს, რომ სააკაშვილმაც იცის, რომ ამ ინფორმაციას ხაინდრავა ფლობს.


გოგა ხაინდრავა უცნობთან დიალოგში ამბობს, რომ ამ ყველაფერს ახლა სწორედ იმიტომ იხსენებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას მეორედ მოსვლის იმედი და ამბიცია აქვს. ამისთვის კი ყველა გზით იბრძვის.



"ჩვენ ხომ ვიცით, რომ თუკი მათ დასჭირდათ, ნაციონალები საკუთარ დედასაც არ დაინდობენ. სააკაშვილი თავის საკუთარ დედას არ ინდობდა და კლავდა ცემაში, რისი მოწმეც მე ვარ და ნამდვილად ვიცი... იმანაც იცის, რომ მე ვიცი ეს. თავის დედას არ ინდობდა. სააკაშვილმა და ბოკერიამაც იცის, რომ ეს ვიცი... ასევე საუბარია მეგის ქარდავაზე, რომელიც 21-ე საუკუნეში ხალხს წამებაში კლავდა. საერთოდ რასთან გვაქვს საქმე, ხვდებით?", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

0
1424
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
1424
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0