იცოდით თუ რატომ აკერებენ მამაკაცის შარვალზე ხშირად მწარმოებლები საქამრესთან პატარა მარყუჭს
თუ თქვენ ერთხელ მაინც გიყიდიათ უცხოური მამაკაცის შარვალი, მათ შორის ჯინსები ზოგიერთ მათგანზე აუცილებლად დაინახავდით შარვლის წინა მხარეს მიკერებულ პატარა მარყუჟს, რომლის დანიშნულებას ალბათ პირველად ვერც კი მიხვდებოდით ან გაიაზრებდით.
აღნიშნული მარყუჟი არც თუ ისე ფართოდაა გავრცელებული თუმცა უნდა ითქვას რომ რიგ ქვეყნებში, მათ შორის ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში საკმაოდაა პოპულარული.
ალბათ გაგიჩნდათ კითხვა: თუ რა საჭიროა შარვალზე და რა დანიშნულება აქვს ასეთი მცირე ზომის მარყუჟს შარვალზე?
არა და რეალურად ეს პატარა დეტალი ძალიან მოხერხებული საშუალებაა იმისათვის, რომ შარვლის ჩაცმისას მამაკაცმა თავი კომფორტულად იგრძნოს, და მაინც რაა ეს?
ფორუმებზე როგორც აღმოჩნდა მიმდინარეობდა ამის განხილვა და საკმაოდ ორიგინალური და სახალისო კომენტარებიც ვნახე, რომელთა წაკითხვა შორს წაგვიყვანდა და დადებისაგან თავი შევიკავე.
როგორც იცით მამაკაცის შარვლების საქამრე გამოდის ორნაირი დიზაინით, ერთი ტრადიციულ ქამრებზე გათვლილი და მეორე, შარვალი რომლის გვერდებზე შარვლის ზომის დამჭიმია შაკერებული ან აჭიმებზეა გათვლილი.
აჭიმი გვინდა არ გვინდა საკმაოდ მოუხერხებელია მისი მუდმივი მოძრაობის გამო სხეულთან ერთად.
რაც შეეხება ტრადიციულ საქამრეს სწორედ ამგვარ შარვლებშია მოხერხებული ამგვარი მარყუჟების გამოყენება, ამ მარყუჟის დანიშნულება კი ქამრის ბალთის დამჭერი ენის ფიქსატორია ანუ ეს მარყუჟი იჭერს ქამრის ბალთას და მთლიანად ქამარს ჩამოვარდნისგან შარვლის ჩაცმა-გახდისას, ასევე აჩერებს ქამარს ერთ ადგილზე ადამიანის მოძრაობისას.
ხშირად გინახავთ ალბათ როცა მამაკაცის შარვალზე ქამრის ბალთა განზეა გასული, სწორედ ასეთი შემთხვევის პრევენციისათვისაა გამოყენებული ეს მარყუჟი.