x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
საიდუმლო ამოხსნილია: რატომ არის კლასიკური ჯინსები ყოველთვის ლურჯი

image


დღესდღეობით, ჯინსები აბსოლუტურად ყველა ადამიანის გარდერობში გვხვდება. მათ ატარებენ როგორც ქალები, კაცები, უფროსები, ბავშვები. ალბათ, ამ შარვლების ასეთი პოპულარობის საიდუმლო სწორედ მათ პრაქტიკულობასა და უნივერსალურობაში მდგომარეობს, და რა თქმა უნდა, კიდევ იმაში, რომ მათი შეხამება თითქმის ნებისმიერ სამოსთან არის შესაძლებელი.


image


მაგრამ არასოდეს დაფიქრებულხართ რატომ არის კლასიკური ჯინსი ლურჯი? დღევანდელ სტატიაში სწორედ ამის ნამდვილ მიზეზს გავარკვევთ. ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ საინტერესო ლეგენდა ქსოვილით დატვირთული გემის შესახებ, რომელიც ქარიშხალში მოყოლის შედეგად კასრებიდან გადმოღვრილი ინდიგოს საღებავით მთლიანად ლურჯად შეიღება. ლეგენდა გვამცნობს, რომ მუშებს იმდენად მოეწონათ ჯინსის ახალი ფერი (თავდაპირველად ჯინსი სამუშაო ტანსაცმელი იყო), რომ მათი შეღებვა მხოლოდ ლურჯი საღებავით დაიწყეს.


image


დასაწყისისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ჯინსი იმაზე უფრო ძველია, ვიდრე ჩვენ გვგონია. პირველად "დენიმის" ტიპის ქსოვილი მე -14 საუკუნის დასაწყისშია ნახსენები. როგორც ცნობილია, ნაჭერს ხშირად იალქნების შესაკერად იყენებდნენ, ხოლო მე -17 საუკუნეში, ქსოვილს უკვე სრულად გენუიდან იღებდნენ, რომელსაც საფრანგეთის ქალაქ ნიმში ამუშავებდნენ და ჩრდილოეთ ევროპაში გზავნიდნენ. გამძლე ქსოვილისგან დამზადებული შარვლები განსაკუთრებით მეზღვაურებს მოსწონდათ, თუმცა ჯინსებმა მასიური პოპულარობა მანამ ვერ მოიპოვა, სანამ მათ თვალი ცბიერმა ამერიკელმა მეწარმემ ლევი სტრაუსმა არ მოჰკრა.



image

მე -19 საუკუნის ბოლოს, სტრაუსმა "უნივერსალური სამუშაო ტანსაცმელი" - კომფორტული ჯიბეებიანი კომბინიზონი ხელსაწყოებისა და მონეტებისთვის დააპატენტა. "ოქროს ციებ-ცხელების" პიკზე სიახლე ცხელ - ცხელი ღვეზელებივით დაიტაცეს. საინტერესოა, რომ მოდელი ორ ფერში - ყავისფერ და ლურჯ ფერში იწარმოებოდა, მაგრამ ყავისფერი არც ისეთი პოპულარული იყო, ამიტომ ის წარმოებიდან მალევე მოიხსნა, ხოლო ლურჯი "ჯინსი" სტრაუსის ნამდვილ ემბლემად იქცა და მალე მათი შარვლის სახით წარმოებაც დაიწყეს. წარმატების საიდუმლო სწორედ მის ფერში მდგომარეობდა.


image


საქმე იმაშია, რომ თავდაპირველად ლურჯი ფერი საღებავის სიიაფის გამო იქნა შერჩეული. მუქი ლურჯი ინდოლი მაშინ კაპიკები ღირდა, თუმცა სპეციალური ტიპის შეღებვას მოითხოვდა რაც არც ისეთი მარტივი იყო: საღებავი მთლიან ქსოვილს ვერ ღებავდა, საღებავის ზემოქმედებას მხოლოდ განივი ძაფები ექვემდებარებოდა, რომლებსაც ყოველი გარეცხვისას საღებავი გადასდიოდა, ხოლო ქსოვილის ბოჭკოები რბილდებოდა. ჯინსი კომფორტული ხდებოდა და სხეულის ფორმებს იღებდა, ხოლო ყავისფერი მოდელები ერთი შეხედვით ბრეზენტს მოგაგონებდათ. ბუნებრივია, რომ მუშების უმეტესობა უპირატესობას სწორედ კომფორტულ, ლურჯ მოდელებს ანიჭებდა.


image


ასე დაიპყრეს ლურჯმა ჯინსებმა სრულიად მსოფლიო, და მიუხედავად იმისა, რომ დღეს თანამედროვე ტექნოლოგია იმის საშუალებას იძლევა რომ ჯინსები ხარისხის დაკარგვის გარეშე ნებისმიერ ფრად შეიღებოს, "blue jeans" -ი მაინც ნამდვილ კლასიკად იქცა, რომელიც დღემდე, არცერთ სიტუაციაში აქტუალობას არ კარგავს.



image






0
908
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
908