x
მეტი
  • 16.10.2021
  • სტატია:115017
  • ვიდეო:354118
  • სურათი:488862
გორში ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის გამო 5 პირია დაკავებული
imageგორში 7 ოქტომბერს მომხდარი საზარელი მკვლელობა გახსნილია.სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი 28 წლის ბრიტანეთის მოქალაქე, თომას კენედია.


როგორც ცნობილი გახდა, მოკლული საქართველოში 30 აგვისტოს შემოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთი მუსიკალური კოლეჯის სტუდენტი იყო.

როგორც ირკვევა, ბრალდებულები ქალაქ გორში მდებარე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, მათ უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებულ თომა სკენედი შეუერთდა. ბრალდებულებმა მოგვიანებით, მასთან ერთად გორში მდებარე ერთ-ერთ ბარში გადაინაცვლეს და ალკოჰოლის მიღება განაგრძეს, კონფლიქტი ბარში დაიწყო, სადაც ბრიტანეთის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და უგონო მდგომარეობაში მყოფი დანაშაულის დაფარვის მიზნით მტკვარში გადააგდეს.ჩადენილი დანაშაულის შემდგომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

8 ოქტომბერს თომას კენედის გვამი მდინარემ სოფელ ქვახვრელთან გამორიყა.


მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა, საიდანაც ერთი არასრულწლოვანია.

ბრალდებულები გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები, ისინი ამ დროისთვის დუმილის უფლებით სარგებლობენ.

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

0
278
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0