x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
"რა დროს აქციებია ტრაგედიააო… რამდენი ხართ ჩემზე მეტად შეწუხებული ბავშვების დაღუპვით, გამოდით და დაგთვლით!"– ირინა სარიშვილი

image


ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი ფეისბუქპოსტით იმ ძალით მორალისტებს ეხმაურება, რომლებმაც ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის ფონზე, "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციისა" და "დროას" წარმომადგენლების მიერ, საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად ზუგდიდში, გამართული საპროტესტო აქცია დაგმეს და ყველა იქ შეკრებილს გლოვისკენ მოუწოდეს:


"რა დროს აქციებია ტრაგედიააო – უმორალო მორალისტებმა. საპროტესტო აქცია ზეიმი არ არის – ისიც ტრაგედიის შედეგია. ზუსტად ამ ტრაგედიის დღეებში პუტინის პირადი პატიმარი საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს! ზუსტად ამ ტრაგედიის დღეებში მორალისგან დაცლილი ხელისუფლება წაგებული არჩევნების ოქმების შეცვლას და თავიდან დათვლას ცდილობს! ჰოდა მათ მიმართეთ – რა დროს ქურდობაა, ტრაგედიააო, ჩვენ ნუ გვეუბნებით! ყველა აქციას დავესწრები და სხვებსაც მოვუწოდებ, სადაც უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაა – უსამართლობაა ყველა ტრაგედიის სათავე. გამოდით, რამდენი ხართ ჩემზე მეტად შეწუხებულები ბათუმში დატრიალებული უბედურებით, ბავშვების დაღუპვით! გამოდით და დაგთვლით!" - წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, ზუგდიდში, ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო აქცია ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მდუმარე იყო. აქციაზე შეკრებილებმა გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად სანთლები აანთეს, ნაწილიც კი მათ სიმბოლურად ანთებული ტელეფონებით შეუერთდა. საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები არჩევნების გაყალბებას მშვიდობიანი ფორმით აპროტესტებედნენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მათ ზუგდიდში, არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს. აქციას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც ესწრებოდა, რომელმაც იქ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა და მათ ერთიანობისკენ მოუწოდა.


0
494
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
494