x
მეტი
  • 07.12.2021
  • სტატია:115446
  • ვიდეო:352850
  • სურათი:489368
ომის დაწყების ყველაზე სულელური და უაზრო მიზეზები მსოფლიო ისტორიაში

image


არსებობის დღიდან დღემდე კაცობრიობა უწყვეტ ომს სხვადასხვა მიზეზის გამო აწარმოებს. ისეთი განცდა რჩება, რომ ადამიანებს ეს საქმიანობა იმდენად მოსწონთ, რომ მათ რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშეც კი შეუძლიათ მეზობელ სახელმწიფოებს ომი გამოუცხადონ. მათ არ აღელვებთ მსხვერპლი, მათ მხოლოდ პროცესი აინტერესებთ. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით იმ ყველაზე უაზრო და სულელური მიზეზების შესახებ, რამაც ქვეყნებს შორის ომი გამოიწვია.


image




ომი ვედროს გამო


image


1325 წელს იტალიის ქალაქებს ბოლონიასა და მოდენას შორის ომი გაჩაღდა, რომლის მიზეზად არც მეტი, არც ნაკლები ჩვეულებრივი ვედრო იქცა. ყველაფერი კი ასე დაიწყო: მოდენას თავი ერთმა ბოლონიელმა მხედართმთავარმა შეაფარა, რომელმაც სამთავრობო ვედრო მიითვისა და მას თავისი მებროლი ცხენისთვის იყენებდა. ბოლონიელებმა განაცხადეს, რომ დეზერტირი მათ დიდად არ აინტერესებდათ, თუმცა ვედროს უკან დაბრუნება კი ნამდვილად სურდათ, რადგანაც ის ქალაქის საკუთრება იყო. მოდენელებმა ბოლონიელების მოთხოვნა დააიგნორეს, რის შედეგადაც ქალაქებს შორის სერიოზული ომი დაიწყო, რამაც 22 წელს გასტანა და შედეგად რამდენიმე ათასი ადამიანიც დაიღუპა. სხვათა შორის, ბოლონიამ საბედისწერო ჭურჭელი მაინც ვერ დაიბრუნა, რადგან ომი წააგო.





საფეხბურთო მატჩი


image


ყველამ ვიცით, რომ ლათინურ ამერიკაში ფეხბურთი - არა მხოლოდ სპორტის სახეობა, არამედ ცხოვრების წესია. სწორედ ამით აიხსნება ის ოთხდღიანი ომი სალვადორისა და ჰონდურასის მოსახლეობას შორის, რომლებსაც ერთმანეთი ისედაც გულზე დიდად არ ეხატებოდათ. საქმე იმაშია, რომ ჰონდურასის ტერიტორიაზე არასაკმარისი მიწის გამო დიდი რაოდენობით სალვადორელი ლტოლვილი ცხოვრობდა, რაც ჰონდურასელებს კატეგორიულად არ მოსწონდათ, ამიტომ ისინი მათთან მუდმივად კონფლიქტში იმყოფებოდნენ, მაგრამ ომის ნამდვილ მიზეზად 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იქცა, როდესაც სალვადორის ნაკრებმა ჰონდურასის გუნდი სამ შესარჩევ მატჩში დაამარცხა. გულშემატკივრებმა ერთმანეთი სცემეს, რის შემდეგაც ჰონდურასმა სალვადორთან ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და საკუთარი ტერიტორიიდან სალვადორელი ლტოლვილები გააძევა, რის საპასუხოდაც სალვადორმა ჯარი შეკრიბა და ჰონდურასს ომი გამოუცხადა. ომმა 4 დღეს გასტანა, რასაც რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


image




წვერის ომი


image


1500 წელს ოსმალეთის იმპერიასა და ვენეციას შორის წვერის გამო სერიოზული ომი გაჩაღდა.თურქ-ოსმალების მმართველმა, ვენეციის ელჩთან შეხვედრისას, დასტურად იმისა რომ მის ქალაქს თურქეთთან მეგობრობა ნამდვილად სურდა, აღმოსავლური ჩვეულების თანახმად, წვერზე დაფიცება მოსთხოვა. ამ უცნაურ თხოვნაზე ვენეციელმა დიპლომატმა მასპინძელს უპასუხა, რომ ის ასე ვერ მოიქცეოდა, რადგანაც მათთან ყველა მამაკაცი წვერს იპარსავდა, რაზეც გაბრაზებულმა სულთანმა მას მაიმუნი უწოდა. შეურაცხყოფილმა ვენეციელებმა ოსმალეთის იმპერიას ომი გამოუცხადეს და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს, თუმცა თურქმა მმართველმა მათ არა თუ ბოდიში მოუხადა, არამედ მთელი მათი არმია და საზღვაო ძალები გაანადგურა.









0
306
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
306