x
მეტი
  • 16.10.2021
  • სტატია:115018
  • ვიდეო:354118
  • სურათი:488862
მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანი ერი კვლევის მიხედვით

image


დავა იმის თაობაზე, თუ რომელი ერია ყველაზე ჭკვიანი თანდათან კლებულობს, რადგან სუბიექტური შეფასებები კვლევითმა და მოცულობითმა სამეცნიერო ნაშრომებმა ჩაანაცვლეს, რომლებსაც საფუძვლად მართლაც რომ მნიშვნელოვანი კრიტერიუმები უდევს: ეს არის ინტელექტის კოეფიციენტის ტესტების საშუალო შედეგი, ამა თუ იმ ერის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული სამეცნიერო აღმოჩენებისა და პრემიების მფლობელი ლაურეატების რაოდენობა. მათ შორის იგულისხმება რაღა თქმა უნდა, ნობელის პრემიაც.





სამხრეთ -აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები


image


პროფესორები რიჩარდ ლინი და ტატუ ვანჰანენი მიიჩნევენ, რომ ეს ერთდროულად რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის სტუდენტთა შორის კონკურენციის მაღალი დონით, გაზრდილი დისციპლინითა და საკმაოდ ძლიერი პედაგოგიური პერსონალით არა მხოლოდ ქალაქის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არამედ სოფლის სკოლებშიც. პირველ ადგილს აზიის ქვეყნებს შორის ინტელექტის თვალსაზრისით ჩინეთი იკავებს, მას მოსდევს სამხრეთ კორეა და იაპონია. ყველა ამ ქვეყანაში, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები სწავლით დღეში საშუალოდ 14 საათი (ან მეტი) არიან დაკავებულები.




ინგლისელები


image


უდიდესი რაოდენობის სამეცნიერო აღმოჩენა სწორედ ამ კონკრეტული ხალხის წარმომადგენელთა მიერ გაკეთდა. ნობელის პრემიის ლაურეატი სულ 132 ინგლისელი მეცნიერი გახდა. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ეს სპეციფიკური მართვის საშუალებით იქნა მიღწეული. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში 1990 წლიდან განათლება აბსოლუტურად ყველასთვის ხელმისაწვდომია, ხოლო დაფინანსება ყველა სკოლისთვის - ერთნაირი, კვლევების ჩასატარებლად კი, რასაც ბევრი სხვა ქვეყანა სწორედ ფინანსების გამო ვერ ბედავს, ინგლისის უმაღლეს სასწავლებლებისთვის ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა სისტემატურად ხდება.






ებრაელები


image


რა - რა, მაგრამ ებრაელი ხალხის მსოფლიო მეცნიერებასა და კულტურაში შეტანილი წვლილი მართლაც რომ შეუფასებელია. რამდენიმე საინტერესო ფაქტი: 833 ნობელის პრემიის ლაურეატიდან 186 ებრაელია, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამაც ეს პრესტიჟული ჯილდო სწორედ მეცნიერების დარგში მოიპოვა, რომელიც ასე გადანაწილდა: 32 ლაურეატი - ქიმიის დარგში, 30 ლაურეატი - ეკონომიკის დარგში, 47 ფიზიკისა და 55 მედიცინის დარგში. სამართლიანობისთვის, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ებრაელებმა ნობელის პრემია ლიტერატურაში 13 - ჯერ, ხოლო მშვიდობის დარგში 9 - ჯერ მიიღეს.








0
1220
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1220