x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
პროდუქტები, რომლებსაც არასწორად ვინახავთ
რამდენი პროდუქტი გადაგიყრიათ შეძენიდან მალევე, რამდენიმე დღეში? ერთ-ერთი მიზეზი კი არის ის, რომ ვყიდულობთ ბევრს, გვინდა, რომ გვქონდეს მარაგი, სინამდვილეში კი ისინი გამოყენებამდე ფუჭდება. თუმცა, პროდუქტების გარკვეული ნაწილის გადაყრა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გვიწევს, რომ მათ არასწორად ვინახავთ და შესაბამისად, ისინი მალე ფუჭდება. როგორ მოვიქცეთ, რომ არ მოგვიწიოს პროდუქტების მალე გადაყრა? მნიშვნელოვანია, რომ ისინი სწორ პირობებში შევინახოთ და სწორედ დღევანდელ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ შევინახოთ სწორად ეს 6 პროდუქტი.



image




პროდუქტები, რომლებსაც არასწორად ვინახავთ





1. ვაშლი. თუ გსურთ, რომ ვაშლი ისეთივე ხრაშუნა და წვნიანი დარჩეს, როგორიც ყიდვის მომენტში ან ახლადმოკრეფილი იყო, მაშინ ისინი მაცივრის ქვედა უჯრაში უნდა შეინახოთ. ნახავთ, რომ ვაშლი ასე რამდენიმე კვირის მანძილზე ისეთივე გემრიელი და საღი დარჩება, როგორიც იყო. image






2. ფქვილი. ჰაერზე მოხვედრის შემთხვევაში, ფქილი იწყებს გაფუჭებას. ხოლო ნესტის გარდა, მასში შეიძლება ტარაკნები და სხვა მწერები გაჩნდეს. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, რომ ფქვილი გადმოიტანოთ ისეთ ჭურჭელში, რომელსაც თავი ეცობა, ასევე ძალიან კარგია ტომარა. გაგიკვირდებათ და თუ მას მაცივარში შეინახავთ, მაშინ საერთოდ დაივიწყებთ გაფუჭებას და ტარაკნების გაჩენას. image







3. ყველი. იმისათვის, რომ ყველი ადვილად არ გაფუჭდეს, უნდა შეინახოთ კალიტაში, ე.წ "მარლაში" ან სპეციალურ კონტეინერში. შესაბამისად, ის მალე არ გამოშრება და არ დაობდება. image






4. კარტოფილი. კარტოფილისთვის შესანახად იდეალური გარემოა მშრალი, ბნელი და გრილი ადგილი, ის იქ დიდხანს გაძლებს და მალე არ დალპება. მაცივარში შენახვას არ გირჩევთ, რადგან კარტოფილში არსებული სახამებელი ძალიან ცივი ტემპერატურის დროს შაქრად გარდაიქმნება, ასეთი კარტოფილი კი გემრიელი აღარ არის. image






5. მაკარონი. ნუ დატოვებთ მაკარონს პირვანდელ შეფუთვაში, თუ გინდათ, რომ ობის გემო და დანესტიანება აიცილოთ თავიდან. მინის თავდახურული ქილა იდეალური კონტეინერია მის შესანახად. image






6. პური. პურის შესანახად იდეალური გარემოა მაცივარი. დიახ, მაცივარში უნდა შეინახოთ ის, ოღონდ კარგად შეფუთული ქაღალდში. თუმცა, არის ერთი ნიუანსი, გამოყენებამდე ნახევარი საათით ადრე უნდა გამოიღოთ და დააყოვნოთ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გასახუხად ან ყიყლიყოს მოსამზადებლად გინდათ. image




0
253
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0