ტექნოლოგიური სიახლეები Samsung-მა Apple-ს 1 მილიარდი დოლარი ხურდებით გადაუხადა 2012, 13 სექტემბერი, 0:54 რამოდენიმე დღის წინ Samsung-მა Apple-თან საპატეტნტო დავა წააგო და სასამართლომ მას 1 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა. სამსუნგის წარმომადგენლებმა ეფლის ოფისთან 5 ცენტიანი მონეტებით დატვირთული 30 სატვირთო მიიყვანა. ამ გზით აზიურმა კომპანიამ შეასრულა ვალდებულება 1 მილიარდი დოლარის გადახდაზე. აფლის უსაფრთხოების თანამშრომლები გაოგნებულები იყვნენ. სამსუნგის ხელმძღვანელობამ კი განუმარტა მათ, რომ კომპანიამ ასე გადაწყვიტა ვალის გასტუმრება. სამსუნგის გენერალურმა დირექტორმა ლი კუნ ხიმ განაცხადა, რომ ეფლის თანამშრომლებს დიდი დრო დაეხარჯებათ ხურდების გადათვლაში. "შეგიძლიათ ამ ფულით სასმელები იყიდოთ მთელი წლის განმავლობაში ან გადაადნოთ მონეტები ჩემთვის სულერთია. ჩვენ შევასრულეთ ვალდებულება" განუცხადა მან ეფლის ხელმძღვანელობას სატელეფონო საუბრისას. 321 3-ს მოსწონს
|