x
მეტი
  • 16.10.2021
  • სტატია:115017
  • ვიდეო:354118
  • სურათი:488862
"ფეისბუქი" განზრახ ხელს უწყობს სიძულვილს და მტრობას და ამით ფულს შოულობს"
image

სოციალური ქსელის, Facebook– ის ყოფილმა მენეჯერმა ფრენსის ჰაუგენმა ყოფილი დამსაქმებლები დაადანაშაულა ისეთი კონტენტის განზრახ გავრცელებაში, რაც მტრობასა და სიძულვილს აღძრავს. მისი თქმით, ფეისბუქზე ასეთი შინაარსის პოსტების გამოქვეყნება ხელს უწყობს მეტი მომხმარებლის მოზიდვას.


ჰაუგენი ამტკიცებს, რომ ისეთი მასალების გავრცელება, რომელიც იწვევს ძლიერ ემოციებს, არის სოციალური ქსელის შიდა პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პირველ რიგში კომპანიის ფინანსურ სარგებელს.


"რაც მე არაერთხელ ვნახე "ფეისბუქზე" ეს არის ინტერესთა ურთიერთკონფლიქტი - რაც კარგია საზოგადოებისთვის და რაც კარგია ფეისბუქისთვის...და ფეისბუქმა ისევ და ისევ აირჩია ოპტიმიზაცია საკუთარი ინტერესებისთვის, რათა მეტი ფული გამოიმუშაოს"-განაცხადა ჰაუგენმა CBS– თან ინტერვიუში.



37 წლის ფრენსის ჰაუგენი, აიოვადან, მუშაობდა Facebook– ზე მონაცემთა დამუშავების სპეციალისტად ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.იგი სწავლობდა ჰარვარდში და ამის გარდა მუშაობდა ისეთ პრესტიჟულ კომპანიებში, როგორიცაა Google-ი და Pinterest-ი.


image

რაღაც მომენტში ჰაუგენმა დაიწყო შიდა დოკუმენტების კოპირება და ახლა აცხადებს, რომ აქვს ასობით გვერდი, რომელიც ადასტურებს, რომ "ფეისბუქი" იყენებს მომხმარებლების სიძულვილის ენას და მტრობას საკუთარი სარგებელისთვის, ვინაიდან ეს არის ძლიერი უარყოფითი ემოციები, რაც ადამიანებს აიძულებს უფრო მეტი დრო გაატაროს სოციალური მედიის გვერდებზე.


გამოცემა CBS–ი დაინტერესდა ამ ფაქტით და დაუკავშირდა Facebook-ის წარმომადგენლებს, მათ უარი თქვეს ინტერვიუზე და მხოლოთ წერილობითი პასუხი გასცეს:

-ყოველდღიურად, ჩვენი გუნდმა უნდა დააბალანსოს მილიარდობით ადამიანის ღიად გამოხატვის უფლება და ჩვენი პლატფორმის მხარდაჭერის აუცილებლობა. ჩვენ ვაგრძელებთ და მნიშვნელოვნად ვაუმჯობესებთ დეზინფორმაციისა და მავნე კონტენტის წინააღმდეგ ბრძოლას-ნათქვამია Facebook–ის განცხადებაში


1
130
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
130
  
6 ოქტომბერი, 17:23
რას ნიშნავს,ხელს უწყობს სიძულვილს და მტრობას? კი,ფულს შოულობს ცუკემბერგი ამ სოციალური ქსელით და ეს დანაშაული არ არის. ფეისბუქი არის თავისუფალი სივრცე ადამიანებისთვის,სადაც გამოხატავენ გულწრფელ ემოციებს,შეიძლება ვიღაცაც არ მოსწონს ან მოსწონს. ზოგადად,სოციალური ქსელები არის კაცობრიობის მონაპოვარი და ძალიან ბევრ არ მოსწონს მისი არსებობა. წარმოიდგინეთ,რომ არ იყოს ფეისბუქი საქართველოში,როგორი ინფორმაციული სიცარიელე იქნებოდა. იქეთ იმედი დაგვიხატავდა სამოთხეს და აქეთ ნაცების არხები აპოკალიფს. ვერავინ შეძლო გაეკონტროლებინა ცუკემბერგი,არადა მთავრობებს დიდი სურვილი აქვთ ამის. ეს სოცალური ქსელი არის კაცობრიობის ანარეკლი და რაც არის ის,ის არის სოციალური ქსელიც.

ყალბ გვერდებს ებრძვის და დეზინფორმაციას კიდევ,მომხმარებლებსაც მოუწოდებს მიაწოდონ ინფორმაცია ამაზე. ჯერ მარტო რამდენი ქართული ყალბი გვერდი დაიბლოკა,რუსების დაფინანსებული კიდევ. სირცხვილია,როცა თავისუფლების შეზღუდვას ითხოვენ და ვიღაცეები ამას აფიშირებას ახდენენ.

პ.ს. "განათლება ჰარვარდში აქვს მიღებული" რა ჰარვარდელი არ შეიძლება იყოს არასწორ მხარეს თუ მათზე ნიჭიერი არავინ დაბადებულა სამყაროში. ცუკერას არ დაუმთავრებია უნივერსიტეტი,მარა ეგ ჰარვარდელი კი ატრიალა თავის ჭკუაზე და მერე საკუარში პანღური ჰკრა:)
0 1 1