x
მეტი
  • 06.10.2024
  • სტატია:137470
  • ვიდეო:351968
  • სურათი:511371
ფერწერიდან მაღალ მოდაში
მხატვრული მიმდინარეობები და ფერწერული ნამუშევრები ხშირად გამხდარა შთაგონების წყარო ისეთი გამორჩეული მოდის სახლებისთვის, როგორებიცაა ვერსაჩე, დიორი, გუჩი და სხვა. მათ არაერთხელ შექმნეს სამოსი, რომელიც სხვადასხვა ეპოქის ცნობილი ფერწერული ნამუშევრებით იყო ინსპირირებული.


image

ამ მხრივ ერთ-ერთი პირველი იყო ივ სენ ლორანი. მან 1965 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში წარმოგვიდგინდა კაბა, რომელიც პრაქტიკულად იმეორებდა დე შტეილის წარმომადგენლის - პიტ მონდრიანის კომპოზიციას.

imageimage


1991 წელს ჯანი ვერსაჩემ შექმნა კაბა, რომელიც ასევე იმეორებდა პოპ-არტის წარმომადგენლის ენდი ვორჰოლის ცნობილ ნამუშევრებს მერლინ მონროსა და ჯეიმს დინის გამოსახულებით.

image

ძმის კვალდაკვალ 2018 წელს დონატელამაც შექმნა სამოსი პოპ-არტის თემატიკის პრინტებით.

image

image

2017 წლის გაზაფხულზე ვალენტინოს სახლის მთავარმა დიზაინერმა პიერპაოლო პიჩოლიმ წარმოგვიდგვინა კაბა, რომელზეც იერონიმუს ბოსხის “ტკბობის ბაღი” იყო გამოსახული. ბოსხის ნამუშევარი ნამდვილად შეესაბამებოდა 2017 წლის ტრენდულ ფერებს - ღია ვარდისფერი, ვაშლისფერი მწვანე და ლურჯი.

imageimage

კედლის მხატვრობა, ისევე როგორც ფერწერული ტილოები, ასევე საინტერესო თემაა დიზეინერებისთვის. დოლჩე & გაბანამ 2014 წლის ზამთრის კოლექციაში წარმოადგინა მონრეალის საკათედრო ტაძრის ბიზანტიური მოზაიკის შთაგონებით შექმნილი სამოსი.

imageimage

მეთ გალა 2018-ის თემა “სამოთხის სხეულები: მოდა და კათოლიკური წარმოსახვა” იყო, სადაც არაერთი შესანიშნავი ნამუშევარი ვიხილეთ. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ნამდვილად ეკუთვნის მომღერალ არიანა გრანდეს კაბას, რომელიც ვერა ვონგმა შექმნა. კაბის გამჭირვალე ნაჭერზე დატანილი იყო მიქელანჯელოს ფრესკა “განკითხვის დღე”.

imageimage

ბოლოს კი წარმოგიდგენთ შედარებით ახალბედა ლონდონში მოღვაწე ბერძენი დიზაინერის მერი ქეთრანზუს კაბას, რომელიც კუნძულ კრეტას ფრესკით, ე.წ. “პარიზელი ქალებით” არის შთაგონებული.









0
25
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო არაბიძე
ნინო არაბიძე
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0