x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ტროას ცხენი და სხვა გამოგონილი ისტორიული მოვლენები, რომლებისაც ჯერ კიდევ სჯერათ

ბევრს მიაჩნია, რომ ისტორია ერთ - ერთი ყველაზე საკამათო მეცნიერებაა, რადგან ძალიან რთულია ზოგიერთი ფაქტის ახსნა, რომელიც რამდენიმე ათასი წლის წინ ფურცელზე დაიწერა. დღევანდელ სტატიაში გადავწყვიტე იმ რამდენიმე გახმაურებული ფაქტის შესახებ უარვყო, რომელიც ასე ხშირად არის ნახსენები, თუმცა სიმართლეს არ შეესაბამება.




სფინქსი


image


ამბობენ, რომ სფინქსს ცხვირი თავად ნაპოლეონმა დაუზიანა, მაგრამ თუ მოგზაურის ერთ - ერთი გრავიურის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომელიც გიზაში მყოფმა მანამდე შეასრულა სანამ იქ მხედართმთავარი ჩავიდოდა, ცხადი ხდება რომ ქანდაკებას ცხვირი დაზიანებული უკვე მანამდე ჰქონდა.




პირამიდები


image


არსებობს ლეგენდა, რომ პირამიდები ღარიბმა მონებმა ააშენეს, მაგრამ მრავალრიცხოვანმა გათხრებმა დაადასტურა, რომ ისინი ჩვეულებრივი მუშები იყვნენ, რომლებიც საკუთარი შრომისთვის გასამრჯელოს იღებდნენ. ასევე ცნობილია, რომ მათ დიდი პატივით კრძალავდნენ, რასაც მონები როგორც წესი, მოკლებულნი იყვნენ.



უმანკოების ქამარი


image


ერთგულების ქამრები ყველაზე ხშირად კინემატოგრაფში გვხვდება: ქმარი მიდის საბრძოლველად, ხოლო ცოლს უბიწოების ქამარს აცმევს, რომლის გასაღებიც თან მიაქვს, თუმცა არ არსებობს არც ერთი სარწმუნო ფაქტი ასეთი ნივთის შესახებ, ხოლო ის ქამრები რომლებიც ნაპოვნი იქნა ყალბი აღმოჩნდა.



ტროას ცხენი


image


მხოლოდ "ენეიდასა" და "ოდისეაში" არის მოხსენიებული ტროას ომის შესახებ და შესაბამისად, ამიტომაც არის საკმაოდ ძნელი იმის დაჯერება რაც მოხდა. მეცნიერთა უმეტესობა თანხმდება, რომ ტროას ცხენი გამოგონილია და სინამდვილეში მითითებული ცხოველის სახით ან ტარანი ან საალყო იარაღი გამოიყენებოდა, რომელსაც იმ პერიოდში ხშირად ფაუნის სხვადასხვა წარმომადგენელთა სახელებს არქმევდნენ.





0
622
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
622