x
მეტი
  • 30.11.2021
  • სტატია:115250
  • ვიდეო:352758
  • სურათი:489196
მზად ვარ, თავგანწირვით დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც-მიხეილ სააკაშვილი

image საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა:



"მე მინდა, საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ ჩემი მყარი გადაწყვეტილების შესახებ, დავბრუნდი საქართველოში, რათა დავხმარებოდი ჩვენს ხალხს თავისუფლების და დემოკრატიის აღდგენის საქმეში. როგორც მოსალოდნელი იყო, რეჟიმმა დამაკავა. მე ვრჩები თავისუფალ ადამიანად გისოსებს მიღმაც. როგორც ალბათ იცით, მე გამოვაცხადე შიმშილობა და მინდა იცოდეთ, რომ არ შევწყვეტ ამას არცერთ შემთხვევაში სანამ მე და ჩემს გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები. მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე და ყველა შემთხვევაში.


თუ ჩემი არსებობით მეტს ვეღარ დავეხმარები ჩემს ხალხს, მზად ვარ, ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც და ზუსტად ვიცი, რაზეც მივდივარ. არ მსურდა, გული მეტკინა ჩემი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის, თუმცა, უარი განვაცხადე წინასწარვე ექიმების შემოთავაზებაზე ჩემს უგონო მდგომარეობის შემთხვევაში, რაიმე ტიპის სამედიცინო ჩარევაზე. ამას გწერთ არა ხელის ჩამოსაშვებად, არამედ პირიქით, თქვენს გასააქტიურებლად. ძალიან მიყვარხართ ყველანი, " - წერს მიხეილ სააკაშვილი.

image

0
232
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0