საზოგადოება "კაცმა არ იცის საიდან მოვიდა" - რა აღმოაჩინეს "ტვ პირველში" 2021, 5 ოქტომბერი, 11:02 ტელწამყვანი ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ტვ პირველის" ახალი ბინადრის ფოტოებს აზიარებს და წერს, რომ ტელეკომპანიის ახალ შენობაში ძაღლი იპოვეს, რომელიც მათთან ისე დაბინავდა, რომ ვერავინ მიხვდა. ძაღლი, რომელიც 2 კვირის განმავლობაში ყველას ბიჭი ეგონა, გოგო აღმოჩნდა, რომელსაც პიპოა დაარქვეს. გრიგოლიას თქმით, როდესაც მათ ის პირველად სტუდიაში იპოვეს, სულ რაღაც 2 კვირის იყო: "უკვე სტუდიებშიც დასეირნობს, გადაცემების ოთახებშიც და საერთოდ, მისი სახლი გახდა ტვ “პირველი“ ასე, თავისით შემოგვეშვილა. კაცმა არ იცის, საიდან მოვიდა. ეს პიპოა, ბიჭი რომ გვეგონა ორი კვირა და გოგო აღმოჩნდა" - წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში და "ტვ პირველების" ახალი ოთხფეხა მეგობრის ფოტოებს აზიარებს.1921 2-ს მოსწონს |