x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"გათავისუფლდეს პროსტიტუციის გამო"-როგორ იყო მოწყობილი ადრეულ სსრკ-ში საკურორტო სეზონი
image

სანატორიუმების მთავარი დანიშნულება იყო მკურნალობა. მაგრამ მოწყენილობის გამო, საბჭოთა მოქალაქეები აღვირახსნილობის სრულ მორევში ეშვებოდნენ.


1922 წლის 15 ნოემბერს სსრკ – ში ახალი შრომის კოდექსი ამოქმედდა, რომელიც ყოველ საბჭოთა მშრომელს გარანტირებულად კვირაში ერთხელ 42 – საათიანი დასვენება ერგებოდა და მინიმალურად ანაზღაურებადი შვებულება 14 დღით. მოგვიანებით, მინიმალური შვებულების ხანგრძლივობა იცვლებოდა-ხან ერთ თვემდე იზრდებოდა, ხან კიდევ ექვსი დღით მცირდებოდა, სანამ არ დამკვიდრდება 12 დღიანი ნიშნული ომის შემდგომ პერიოდში.



მძიმე ინდუსტრიულ საწარმოებში და საბჭოთა კავშირის შორეულ რეგიონებში, სავალდებულო შვებულებას დამატებითი დღეები დაუმატეს. ეს ნიშნავდა, იმას რომ საბჭოთა ადამიანს საკუთარი თავისთვის დრო დაეთმო. რესტორნებსა და ბარებში დასვენება ბევრს არ შეეძლო, ხოლო დამატებით განაკვეთზე მუშაობა აკრძალული იყო და ბოლშევიკებმა გადაწყვიტეს ეს დრო ექსკლუზიურად გამოეყენებინათ უტილიტარული მიზნებისათვის - მშრომელთა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. არანაირი ექსკურსია და ტურიზმი! მხოლოდ პროცედურები, ინექციები და ჯანსაღი ძილი - საბჭოთა საზოგადოებას სჭირდებოდა ჯანსაღი და ფხიზელი მუშაკი.




1920-იანი წლების შუა პერიოდიდან, მშრომელთა დასვენებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ორგანიზების მიზნით, ხელისუფლებამ დაიწყო შავი ზღვის სანაპიროზე და კავკასიაში გაძარცული და დანგრეული ქონების აღდგენა. თითოეული სამკურნალო დაწესებულება მიმაგრებული იყო საწარმოზე ან პარტიულ ორგანიზაციაზე. დასვენებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილები გახდა იალტა, სუდაკი, ტუაფსე, ალუპკა, მაცესტა, ტრუსკავეცი, კავმინვოდი, კისლოვოდსკი. განსაკუთრებით საბჭოთა ხალხს შეუყვარდა ქალაქი სოჭი - აქ 1930 -იან წლებში გამოჩნდა ორჯონიკიძის სახ.მაღაროელთა სანატორიუმი, თავდაცვის სახალხო კომისარიატის ცენტრალური სანატორიუმი, სანატორიუმი "პრავდა", "ზოლოტოი კოლოსი", კიროვისა და ფრუნზეს სახ.სანატორიუმები, " კრასნაია მოსკვა" და სხვა.

image

ბოლშევიკური ელიტა სამკურნალოდ მოწესრიგებული წესით, სიებით იგზავნებოდა და ამისათვის ბევრი ფული გამოიყოფოდა.


თუმცა, ჩვეულებრივ საბჭოთა ადამიანებს არ მოსწონდა ბოლშევიკური "ასკეტიზმი". აბაზანების მიღება, წყლის დალევა და ნელი სიარული პარკში? არა, ეს რა არის!! უკვე 1930 -იან წლებში, დასვენება შეიცვალა საკმაოდ მეშჩანური სიამოვნებით. მრავალი წლის განმავლობაში, საბჭოთა ადამიანისთვის შვებულების პერიოდი გახდა ნამდვილი დღესასწაული - ისინი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ და ფულს ზოგავდნენ იმისთვის, რათა წელიწადში ერთხელ წასულიყვნენ სრულიად სხვა სამყაროში ... კურორტზე!

image

მშრომელი კაცის დამოკიდებულება კურორტზე მშვენივრად გამოიხატა პიესაში "ჩემი მეგობარი", სადაც ერთი გმირი მეორეს ეუბნება: "ავად არ გახდე ... ქარხანა ავამუშაოთ ვადამდე, მერე წავიდეთ ერთად კურორტებზე ... უჰ! გავისეირნებთ პარკში - და ყველა ქალი თავთავივით ჩვენს თვალწინ გაერთხმევა! "


მართლაც, სსრკ არ ითვალისწინებდა ოჯახურ შვებულებებს. ცოლ-ქმარი ძალიან იშვიათად მუშაობდა ერთსა და იმავე საწარმოში და სამსახურში საგზურებს სრულიად სხვადასხვა სანატორიუმებში იღებენდენ.


image

სანატორიუმებში არ იყო საოჯახო ნომრები. გამონაკლისი იყო მხოლოდ პარტიული ელიტისთვის. მაგალითად, "ბარვიხის" სანატორიუმში გათვალისწინებული იყო საოჯახო ოთახები პარტიული ელიტისთვის. დანარჩენ სანატორიუმებში ყველა იყოფოდა სქესის მიხედვით და ცხოვრობდა ქალისა თუ მამაკაცის ოთახებში, სადაც ორიდან რვა ადამიანის განთავსება იყო შესაძლებელი. რასაკვირველია, ასეთმა სიტუაციამ უამრავი საკურორტო რომანი გამოიწვია.


ადამიანი აღმოჩნდა სახლიდან შორს, სხვა საზოგადოებაში, იცოდა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეხვდებოდა ამ ხალხს ოდესმე და წავიდააა....



ამ ფენომენის მასშტაბები ახლა ძნელია შეაფასო. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - ეს ფენომენი არსებობდა და ფართოდ იყო გავრცელებული, ვინაიდან მას ხშირად დასცინოდნენ კარიკატურებში და ანეკდოტებში. საინტერესოა, რომ ასეთი რომანები არ იყო წარმოდგენილი როგორც მრუშობა, არამედ რაღაც არასერიოზული და კურიოზის მსგავსი ცნობისმოყვარეობა.

image

საკურორტო რომანებს დასცინოდნენ ანეკდოტებში: "მაღაროელი, აკადემიკოსი და პარტიული მუშაკი ისვენებდნენ კურორტზე. გაიცნეს ქალები.

მაღაროელი ერთ დღე დასდევდა, ოცი დღე უყვარდა. აკადემიკოსმა ოცი დღე დასდევდა და ერთ დღეს უყვარდა. პარტმუშაკს უყვარდა ერთი დღე და ოცი დღე ეხვეწებოდა, არავისთან წამოგცდესო ”


საკურორტო სასიყვარულო ინტრიგებმა ხალხურ სიმღერებშიც გადაინაცვლა: " სანატორიუმში ვიყავი, შვიდი კილო მოვიმატე. რვა საწოლი გავტეხე და სახლში ისე დავბრუნდი"; " ვიყავი კურორტზე და კაცი ვოპოვე ჩემთვის. მერე რა, რომ მელოტია, სამაგიეროდ აგარაკი და მანქანა ჰყავს"; " ვიყავი დასასვენებელ სახლში, შემიყვარდა მოხუცი. მას კოცნა უნდოდა მაგრამ - ყბა ჩამოუვარდა."


image

სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები დამსვენებლების ინტიმურ ინტრიგებს მიიჩნევდა როგორც "სანატორიუმის რეჟიმის დარღვევას" და ემუქრებოდნენ ამ კატეგორიის დამსვენებლებს სანატორიუმიდან გაძევებით. თუმცა, რეალურ გამოსახლებამდე საქმე იშვიათად მიდიოდა . 1955 წელს, პერმის მახლობლად მდებარე სანატორიუმ "უსტ-კაჩკაში", ორი დამსვენებელი გააძევეს არასათანადო საქციელის გამო, ხოლო სანატორიუმის ხელმძღვანელობამ მათი რომანის შესახებ შეატყობინა საწარმოებს. ისტორია დუმს იმაზე, თუ როგორ დასრულდა ეს ამბავი.


მაგრამ სასჯელი ელოდათ სამკურნალო კურორტების თანამშრომლებს, თუ გაბედავდნენ სასიყვარულო ინტრიგების წამოწყებას დამსვენებლებთან. 1948 წელს, იმავე სანატორიუმში, ორმა ქალმა დარაჯმა ღამით მოიწვიეს ორი ახალგაზრდა დამსვენებელი თავიანთ პოსტზე, შემდეგ აიღეს ბალალაიკა და ავიდნენ დირექტორის კაბინეტში, სადაც მთელი ღამე იგრიალეს. ერთი მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლეს, მეორეს კი საყვედური გამოუცხადეს.


1953 წელს ორი ექთანი, ონჩუკოვა და ჟულანოვა გაათავისუფლეს " ავადმყოფებთან ერთად სიმთვრალის ორგანიზებისათვის".


და 1928 წელს, ქალაქ სოჭის კურორტების სამმართველოს მიერ, ანტისოციალური ცხოვრების წესის მიმდევრებს შორის ნახსენები იყო მოქალაქე გავრილოვა, მაცესტას თანამშრომელი. აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ანტისაბჭოთა ელემენტია, რადგან ის "პაციენტებთან პროსტიტუციას ეწეოდა".

image

ასეთი პრობლემა ცარიელი ადგილიდან არ წარმოიშვა - გაიზარდა სამკურნალო დაწესებულებების რაოდენობა, აშენდა ახალი კორპუსები და ახალი სანატორიუმები, ხოლო სსრკ -ში იყო უმცროსი პერსონალის ნაკლებობის მწვავე პრობლემა. პრობლემას ისიც ემატებოდა, რომ ბევრი სანატორიუმი მხოლოდ ზაფხულში იყო გახსნილი. იძულებულები იყვნენ დაექირავებინათ ქალები მიმდებარე სოფლებიდან, რომლებიც ასეთ დასაქმებას აღიქვამდნენ როგორც საკუთარი "ინტიმური" ბიზნესის შექმნის შესაძლებლობას ან როგორც პირადი ცხოვრების მოწყობის შესაძლებლობას, გაიცნობდნენ ვინმე დამსვენებელს და იქნებ ბედსაც სწეოდნენ.


ხდებოდა ისეც, რომ დამსვენებელი უბრალოდ გამოიყენებდა გოგონას და მშვიდად ბრუნდებოდაა სახლში, მას კი ორსულს სტოვებდა.

image

მთავრობა იმედოვნებდა, რომ საკითხს მოაგვარებდა დისპანსერებისა და სანატორიუმების ფუნქციონირებით მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ ქვეყანაში არ იყო საკმარისი ფული; 1930-იანი წლების ბოლოსთვის პრობლემა არ იყო მოგვარებული.


მხოლოდ ომის შემდეგ დაიწყეს მუშაობა სანატორიუმებმა მთელი წლის განმავლობაში მაგრამ პერსონალის ნაკლებობის პრობლემა მაინც დარჩა.


0
1442
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1442
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0