x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134538
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
"განუკურნებელი დაავადება და დაბადების საიდუმლო"–ცოტა რამ ეთერი თუთბერიძის ქალიშვილზე
image

ცნობილმა მწვრთნელმა ეთერი თუთბერიძემ ქალიშვილი, დიანა დევისი, აშშ -ში 2003 წელს გააჩინა. მას არასოდეს უხსენებია მამის სახელი. მხოლოდ ერთხელ თქვა, რომ დიანას მამა ამერიკელია. ეთერიმ არ დაასახელა მისი სახელი, მაგრამ ოფიციალურ დოკუმენტებში დიანას მამის სახელად მითითებულია სერგეი.


ჭორები დადის, რომ დიანა დაიბადა თუთბერიძესა და სერგეი ბუიანოვს შორის საიდუმლო ურთიერთობის შედეგად, რადგან სერგეი ამ დროს ქორწინებაში იმყოფებოდა სხვა მოციგურავე -ელენა ვოდორეზოვაზე.


დიანა დევისის დაავადება



ეთერი თუთბერიძის ერთადერთ ქალიშვილს აქვს განუკურნებელი დაავადება. ბავშვობიდან დიანა დევისს სმენასთან აქვს პრობლემები. სმენის დაქვეითება გამოიწვია 2.5 წლის ასაკში არასწორად დანიშნულმა ანტიბიოტიკებმა.


ქალიშვილის სენსორული სმენის დაქვეითების მიუხედავად, ეთერი არ დანებდა და ბავშვი სპორტში ჩააბა.


image

ცნობილი მწვრთნელი ამბობს, რომ დაიღალა კითხვებით ქალიშვილის ავადმყოფობაზე. მისი თქმით, დიანა დიდი ხანია ადაპტირებულია მის მდგომარეობასთან. სმენის დაქვეითება ხელს არ უშლის, რომ მოისმინოს მუსიკა და ლაპარაკი და რასაც ყურით ვერ აღიქვამს, გოგონა ტუჩების მოძრაობით კითხულობს.

image

თავად დიანა საკუთარ ავადმყოფობაზე შემდეგნაირად საუბრობს: ”დავიღალე იმის კითხვით, რომ ავადმყოფად მთვლიან, რომ ამ დაავადების გამო მომავალი არ მაქვს. მინდა გითხრათ, რომ ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ, მშვენივრად მესმის და ვესაუბრები ადამიანებს, ზოგჯერ მესმის ნორმალურ ადამიანებზე უკეთესადაც კი. ”


წყვილში ბორის სმოლკინის შვილთან ერთად


ბავშვობიდან დიანა დევისი პროფესიონალურად იყო დაკავებული ფიგურულ სრიალში. თავიდან ის ერთეულებში გამოდიოდა, მას დედა, ეთერი თუთბერიძე ავარჯიშებდა. თუმცა, ამ სახეობაში მაინცდამაინც არ გაუმართლა და 13 წლის ასაკში იგი გადავიდა ყინულზე ცეკვაზე.


დიანა სრიალებს გლებ სმოლკინთან, ცნობილი მსახიობის ბორის სმოლკინის შვილთან ერთად. ის ცნობილი გახდა სერიალით "ჩემი მშვენიერი ძიძა". დიანამ და გლებმა აჩვენეს კარგი შედეგები, ვარჯიშობდნენ სვეტლანა ალექსეევასთან და ელენა კუსტაროვასთან ერთად.

image

ორი წლის წინ მათ მენტორის შეცვლა გასაწყვიტეს და გადავიდნენ შეერთებულ შტატებში იგორ შპილბენდთან. (შენიშვნა:ყოფილი რუსი მოციგურავე, ამჟამად აშშ-ი მოღაწე მწვრთნელი ფიგურულ სრიალში)


ახლა წყვილი ცხოვრობს და მუშაობს პატარა ამერიკულ ქალაქ ნოვიში( მიჩიგანის შტატი). ეთერი მათ ნაქირავებ ბინის მოწყობაში დაეხმარა.


image

”ჩემთვის აქ უფრო ადვილია, ვიდრე მოსკოვში, რადგან მოსკოვში ერთი საათი სჭირდა ყინულის მოედნამდე მისვლას და ერთი საათიც უკან. აქ კი სულ რაღაც ორი წუთში უკვე მოედანზე ვარ. ჩვენ ძალზე მეგობრული ჯგუფი ვართ, მაგრამ ამავე დროს ვარჯიშების დროს კონკურენცია არსებობს, ”-ასე აღწერა დიანამ თავისი ამერიკული ცხოვრება.


2020 წლის ივლისში გოგონამ ტერფი მოიტეხა. თითქმის ორი თვის განმვალობაში ფეხი თაბაშირში ჰქონდა.


მას მოჰყვა ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი. მაგრამ 2021 წლის მარტში ის დაბრუნდა ყინულზე. ოლიმპიურ სეზონში, დიანამ და გლებმა სხვათა შორის მიაღწიეს ზრდასრულთა დონეს. განაწილების დროს მათ მიიღეს გრან- პრი სერიის ორი ეტაპი.


image

შეგხსენებთ, ეთერი თუთბერიძე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო(თუ საუკეთესო არა)მწვრთნელად ითვლება ფიგურულ სრიალში, მამით ქართველი და დედით -რუს-სომეხმა გოგონამ . 1990–იანი წლების დასაწყისში ტრავმის გამო აქტიურ სპორტს თავი დაანება და პროფესიონალებში გადავიდა.


ეთერ თუთბერიძე წარმატებით გამოდიოდა რუსეთის „ყინულზე ბალეტში“, 18 წლის ასაკში კი აშშ–ში გადავიდა ყინულის შოუ – “Ice Capades” –ში სამუშაოდ. ამერიკულ შოუში 5 წლის მანძილზე გამოდიოდა. აქვე დაიწყო მისი სამწვრთნელო კარიერა.



1994–1998 წლებში ამერიკაში მუშაობდა მწვრთნელად, მერე კი რუსეთში დაბრუნდა.სწორედ აქედან იწყება მისი თავბრუდამხვევი კარიერა, რის გამოც მას გადაეცა ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისთვის“.. მისმა აღზრდილმა სამმა მოსწავლემ მოიპოვა ოლიმპიური მედალი.განთქმული სპეციალისტის აღსაზრდელთა შორის ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილიცაა, რომელმაც ოლიმპიადაზე საქართველო წარადგინა და თავისუფალ პროგრამაში კვალიფიკაციის მოპოვებაც შეძლო.ყვითელაშვილმა რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში შეძლო მედლების მოპოვება, მათ შორის, 2020 წელს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო 2019 წელს ალმა-ატაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.

image

"თუთბერიძესთან ერთად არაჩვეულებრივი გუნდი მუშაობს. უნდა გაგაჩნდეს არაორდინარული თვისებები, რომ ისეთი კოლექტივი შექმნა, რომელიც შენს სპორტსმენებთან უმაღლეს დონეზე იმუშავებს. ვფიქრობ, რომ ეთერს არაჩვეულებრივი თვისებები გააჩნია — ის ძალიან კარგად ერკვევა ადამიანებშიც და სპორტსმენებშიც. ამასთან ის ფენომენალურად შრომისმოყვარეა — მას დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში მუშაობა შეუძლია. ახლა მას ვერავის ვერ შეადარებ. მე მიმაჩნია, რომ ახლა ეთერი თუთბერიძე — მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია ინდივიდუალურ სრიალში“, — აღნიშნავს საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი.


0
573
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
573
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0