სხვა გოგონა შოკირებული დარჩა,როცა გაიგო,სინამდვილეში ვის უღებდა ვიდეოს მისი ქმარი(ვიდეო) 2021, 3 ოქტომბერი, 11:16 თითქმის ყველა ქალს სურს იყვეს ერთადერთი და განუმეორებელი საყვარელი მამაკაცისთვის. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის.
ბლოგერმა მეტსახელად thicctok5280 გააზიარა ვიდეო "ტიკ-ტოკში" რის შემდეგაც მას ურჩიეს განქორწინება. გოგონამ თქვა, რომ ის და მისი მეუღლე ისვენებდნენ სანაპიროზე, სადაც მისი რჩეული იღებდა ვიდეოს; თუ როგორ მიაპობს მისი საყვარელი მეუღლე წყალს. თუმცა, როდესაც ამერიკელმა ახალგაზრდა ქალმა უყურა ვიდეოს, მას უსიამოვნო სიურპრიზი დახვდა. კადრებში ჩანს, თუ როგორ მოემართება გაღიმებული ქალი ქმრისკენ და პერიოდულად ცდილობს მის წინ პოზირებას.ამ დროს მის უკან, მოშორებით ტალღებს შორის, ბიკინიანი გოგონა დგას. როდესაც ტიკ-ტოკერი კადრს მიღმა რჩება, ქმარი კამერას ატრიალებს ტალღებს შორის მობანავე ლამაზმანისკენ.როგორც როგორც ჩანს, მას სწორედ ის გოგონა აინტერესებდა და არა ცოლის გადაღება. " ვუყურე ფლორიდაში ჩვენი მოგზაურობის ვიდეოკადრებს, სადაც გასულ კვირას ვიყავით და რომელსაც ჩემი ქმარი იღებდა. გადავწყვიტე მისთვის ცოტაოდენი პოზირება, რადგან მეგონა, რომ მე ვიყავი ვიდეოს მთავარი გმირი მთელი ამ დროის განმავლობაში. თუმცა შემდეგ დავინახე, ვის უღებდა სინამდვილეში" ვიდეომ თითქმის სამი მილიონი ნახვა დააგროვა. მომხმარებლები აღშფოთებულები იყვნენ ბიჭის საქციელით, ბლოგერს ურჩიეს მიეტოვებინა იგი. თუმცა, მალევე თავად გოგონამ სცადა განემუხტა სიტუაცია და სიცილით დაწერა, რომ მის ქმარს მაინც უყვარს იგი, ხოლო ბიკინიანი გოგონა შემთხვევით მოხვდა კადრში. მაგრამ მომხმარებლების შეუჩერება უკვე შეუძლებელი იყო. მათ მიიჩნიეს, რომ მისი ქმარი ულამაზოდ მოიქცა და მან (გოგონამ)დროზე უნდა გაითვალისწინოს ეს საგანგაშო სიგნალები. 773 2-ს მოსწონს
|