მოგზაურობა ბრიტნი სპირსმა მამისგან გათავისუფლება მთლიანად დედიშობილამ იზეიმა(ვიდეო+ფოტოები) 2021, 1 ოქტომბერი, 13:56
ბრიტნი სპირსმა მეურვეობაზე მოგებული ბრძოლა სამოთხედ ქცეულ შვებულებით აღნიშნა შეყვარებულ სემ ასგართან ერთად .
39 წლის პოპ-ვარსკვლავმა "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა საკმაოდ სარისკო ვიდეო, სადაც ის წელზემოთ შიშველი ერთობა ზღვაზე, ეს ხდება სულ რაღაც რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც მამამისმა გააპროტესტა მოსამართლის გადაწყვეტილება, სადაც ის 13 წლიანი მეურვეობის შემდეგ საბოლოოდ გაათავისუფლა. "თამაში წყნარ ოკეანეში არავის არასდროს დააზარალებს-ასეთი წარწერა გაუკეთა ბრიტნიმ ვიდეოს ბრიტნიმ ვიდეო ფოტოკოლაჟით გააგრძელა, სადაც ის მთლიანად დედიშობილა პოზირებს-სასირცხვო ადგილები პოპ-ვარსკვლავს მხოლოდ ვარდისფერი ყვავილებით აქვს დაფარული. შეგახსენებთ, ოთხშაბათს, ლოს -ანჯელესის უზენაესი სასამართლოში, მოსამართლემ ბრენდა პენიმ მომღერლის მამა, ჯეიმს სპირსი, რომელიც აქამდე ბრიტნის 60 მილიონიან ქონების და ბრიტნის პირად ცხოვრებას განკარგავდა, ახალი გადაწვეტილების საფუძველზე მეურვეობისგან გაათავისუფლა. მეურვის ადგილი ჯერჯერობით ბრიტნის ადვოკატის მიერ შერჩეულმა პირმა – ბუღალტერმა ჯონ ზეიბელმა დაიკავა. . ეს იყო ვარსკვლავის ყველაზე დიდი გამარჯვება, საკუთარი ცხოვრების კონტროლის აღდგენისთის ბრძოლაში. როგორც ჩანს, ბრიტნიმ დრო არ დაკარგა ეზეიმა მამისგან მოპოვებული თავისუფლება და აჩვენებდა თავისი მდიდრული დასვენება მის 34.4 მილიონ მიმდევარს. ამასობაში კი ბრიტნის მამამ, ჯეიმსმა ეს ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა და მოსამართლე დაადანაშაულა არასწორ გადაწყვეტილების მიღებაში, რადგან „უცნობი“ ადამიანი დანიშნა თავისი ქალიშვილის ქონების განმკარგავად. მამამისმა ისიც აღნიშნა, რომ ბრიტნის ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და მისი უცხო ადამიანების ამარა დატოვება არასწორია. 2531 2-ს მოსწონს
|