ისტორია ძრავა უკანა სავარძლების ქვეშ-უცნობი Volkswagen-Golf -ი,რომელმაც დროს გაუსწრო 2021, 1 ოქტომბერი, 11:48 ![]() 60 -იანი წლების ბოლოსთვის "ფოლკსვაგენი" სერიოზულად განიხილავდა "ხოჭოს" შეცვლას. მანქანა ჯერ კიდევ რეკორდული რაოდენობით იყიდებოდა, მაგრამ იმ დროისთვის ოდესღაც ომისგან დანგრეული ევროპა უკვე გამოჯანსაღდა და ფოლკსვაგენი კონკურენტებს უფრთხოდა. ფერდინანდ პიეხი გამოდგა მაშველი ამ საქმეში. კაცი, რომელიც მოგვიანებით გახდა "ფოლკსვაგენის" მთლიანი ჯგუფის ხელმძღვანელი. მან შენიშნა, რომ იმ სარბოლო ავტომობილებში, რომლებშიც ძრავა განთავსებული იყო ცენტრში, საკმაოდ წარმატებით გამოდიოდნენ შეჯიბრზე. ჩანდა, რომ ასეთი კონფიგურაცია შეიძლება ყოფილიყო საავტომობილო ინდუსტრიის მომავალი. სწორედ ეს თვისება იყო ყველაზე საინტერესო EA266 პროტოტიპთან დაკავშირებით და ფაქტია, რომ 1.6 ლიტრიანი ბენზინის ძრავა წყლის გაგრილებით განლაგებული იყო უკანა სავარძლების ქვეშ. მისი სიმძლავრე ფანტასტიკური იყო - 105 ცხენის ძალა, გაცილებით მეტი, ვიდრე 53 ცხენის ძალა, რომლითაც "ხოჭო "ამაყობდა. ამრიგად, ამ პროტოტიპის მაქსიმალური სიჩქარე 190 კმ / სთ იყო. ![]() კომპანიამ გამოუშვა 50 პროტოტიპი და საშუალება მისცა ჟურნალისტებს, შეემოწმებინათ ისინი. მათ უმეტესობას გვიანდელ "გოლფზე"უფორ მეტად მოეწონათ EA266 . ![]() ეს იყო კომპანიის ახალი პრეზიდენტის, რუდოლფ ლეიდინგის გადაწყვეტილება. თანამდებობის დაკავებიდან სულ რაღაც სამი კვირის შემდეგ, რაც მას ყველაზე მეტად აწუხებდა ის იყო, რომ ახალ EA266 . "გოლფზე" ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი "პორშემ" დახარჯა, მით უმეტეს, რომ "ფოლკსვაგენს" უკვე ჰქონდა საკუთარი განვითარების ცენტრი. უფრო მეტიც, ლეიდინგმა მოითხოვა, რომ ყველა პროტოტიპი, ნახატი, ფოტოსურათი, ტექნიკური დეტალი და ყველაფერი რაც EA266- თან იყო დაკავშირებული დაუყოვნებლივ განადგურებულიყო. ![]() ასეთმა ნაბიჯმა მნიშვნელოვნად დააზიანა ორ კომპანიას შორის მომავალ თანამშრომლობა. უცნობია, რატომ სძულდა ლეიდინგს ასე ძალიან "პორშე". ![]() თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ EA266 საკმაოდ რთული იყო მასობრივი წარმოებისთვის. სავარძლის ქვეშ მოთავსებული ძრავა გამოყოფს უამრავ სითბოს, ხმაურს და ვიბრაციას, მისი მდებარეობა კი ართულებს ტექნიკურ მომსახურებას და მცირე რემონტს. ამ მიზეზით, ტრადიციული კონფიგურაცია, როგორიც ჩვენ "გოლფის" შემდგომ სერიებში ვნახავთ, ბევრად უკეთესად მუშაობს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მიუხედავად ლეიდინგის სურვილისა, გაენადგურებინა EA266 და ყოველნაირი კავშირი მასთან, დღეისთვის რამდენიმე ერთეული მაინც გადარჩა და ერთ-ერთი ეგზემპლარი ვოლფსბურგში, ფოლკსვაგენის მუზეუმშია. ![]() 379 2-ს მოსწონს
|