x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ჯანსუღ ჩარკვიანს 90 წელი შეუსრულდებოდა-"ლამაზი სიკვდილი" +"რუსთაველი სომეხი იყო"+უნიკალური ფოტოები
image

დღეს, 30 სექტემბერს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა გამოჩენილ. ქართველ პოეტს, ჯანსუღ ჩარკვიანს.



მისი პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნდა, ხოლო 1959 წელს გამოვიდა პოეტის პირველი წიგნი „ერთი ღამის სიჩუმეში“. ასევე, გამოცემული აქვს წიგნები: „რწმენის კედელი“ (1970), „დიდი ნათელი“ (1980), „ერთტომეული“ (1981), „რჩეული პოემები“ (1983), „მე და შენ“ (1984), „არცა ვმსახურობდე სხვას!“ (1989), პუბლიცისტური წიგნი „თავისუფლება ლომთა ხვედრია“. 1991-1993 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული. პოეტის ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. 1978 წელს მიენიჭა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, 1985 წელს, 1983-1984 წლებში გამოქვეყნებული ლექსების ციკლისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 1998 წელს მიიღო შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია. არის ღირსების ორდენის კავალერი. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1996 წელს.



ქვემოთ გთავაზობთ ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებიდან ერთ-ერთ საუკეთესო ლექსს "ლამაზი სიკვდილი", რომელიც ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დაწერა:


image

როცა დაიწყებს წყარო საუბარს,

მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი,

შემოასკდება როცა ალუბალს

მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი.


როცა კვირტები აფეთქდებიან,

როცა სიმღერას იტყვი სასურველს,

როცა ირმები დაფეთდებიან,

მზეს შეხედავენ, რქებში ჩაწურვილს.


როცა მერცხალი ზეცას შეუტევს,

როცა მიწაზე მზე და დარი დგას,

ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს

და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს.


როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლის

საგვირილოდ და საენძელოდა,

ირემი ირემს ბალახს გაუწვდის

და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა.


როცა ძეწნები ატირდებიან

და აკოცებენ ვაზებს ხარდნები,

შევხედავ ზეცას ნატვრისთვლებიანს,

ავტირდები და ავხარხარდები.


მოიგონებენ წარსულს მკვიდრები,

აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა,

გავდიადდები, გავსულდიდდები

და ავენთები მამულს კელაპტრად.


შევდგები ცერზე, როგორც ავაზა,

ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,

მერე მოვკვდები ისე ლამაზად,

ვით დაიბადა ეს ყველაფერი.






რუსთაველი სომეხი იყო?(სახალისო ისტორია)



გასული საუკუნის 80-იან წლებში ჯანსუღ ჩარკვიანი მივლინებით იყო გაგზავნილი სომხეთში, სადაც ადგილობრივი ცნობილი პოეტის იუბილეს აღნიშნავდნენ, ღონისძიებების ჩატარების პერიოდში ერთ-ერთი ადგილობრივი პოეტი გადაკიდებია ბატონ ჯანსუღს, "მართალია, რომ რუსთაველი სომეხი იყოო?", "მართალიაო"-უპასუხია ჩარკვიანს-თუმცა ისე ეზიზღებოდა მშობლიური ენა, გადაწყვიტა ქართულად დაეწერაო".როგორც ბატონი ჯანსუღი იხსენებს, იმ სომეხ პოეტს თურმე იქ ყოფნის პერიოდში ხმა აღარ გაუცია მისთვის.

image

image

image

image

image

image

image

შენიშვნა: უნიკალური ფოტოები წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან

0
1382
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1382
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0