საზოგადოება აბსურდული რჩევები, რომლებიც მომხმარებლებმა შეასრულეს - არ გაიმეოროთ! 2021, 4 ოქტომბერი, 10:26 ხანდახან, მარტივ და მცირე გადაწყვეტილებას შეუძლია საყოფაცხოვრებო საკითხები გასაოცრად გააუმჯობესოს და ნაცნობი ფუნქციები გაამრავალფეროვნოს, რაც ცხოვრებას და ყოველდღიურ ყოფას გაცილებით ამარტივებს. ჩვენ ხომ ყველას გვიყვარს პრაქტიკული რჩევები? რა თქმა უნდა, ისინი ხომ გაცილებით დიდ დროს ზოგავენ და ამავდროულად გვაძლევენ საშუალებას, რომ საქმე უფრო საინტერესოდ შევასრულოდ.
თუმცა, დღეს ჩვენ არ ვისაუბრებთ საინტერესო და სასარგებლო რჩევებზე, არამედ ცხოვრებისეულ, მავნე შეცდომებზე, რომლებიც სოციალურ ქსელებში სხვა მომხმარებლებმა გაგვიზიარეს და ბევრმე ჩვენგანმა შესაძლოა უკვე სცადა კიდეც. გაფრთხილებთ, რომ ეს რჩევები არის ძალზედ აბსურდული და მათი შესრულებისგან თავი შორს დაიჭირეთ. კრებული კი შეგიძლიათ ნახოთ და სიცილსაც არ დაგიშლით. აბსურდული რჩევები, რომლებიც მომხმარებლებმა შეასრულეს - თქვენ არ გაიმეოროთ1. სპაგეტის დამჭერად გამოიყენეთ ცოცხალი გველი. 2. დაიღალეთ წამდაუწუმ წყლის გადმოდუღებით? თუ ხშირად იყენებთ ანადუღარ წყალს, უბრალოდ აადუღე ის მაშინ, როდესაც გცალია და გაყინე, როცა დაგჭირდება, გაალღვე და გამოიყენე. 3. თუ თქვენი ავტომობილის რომელიმე ნაწილი ხმაურობს, უბრალოდ ჩართეთ და აუწიეთ ხმამაღალზე რადიოს და პრობლემაც მოგვარდება. 4. ფუნთუშა ან კრენდილი რომ სწორად და მარტივად გაჭრათ შუაზე, უბრალოდ გაჭრამდე თითით დააფიქსირეთ ასე, როგორც ფოტოზეა მოცემული. 5. თუ თქვენს ტელეფონს პატარა ეკრანი აქვს და გამოსახულებას კარგად ვერ არჩევთ, შეგიძლიათ წყლით სავსე ჭიქაში ჩადოთ ტელეფონი და გამოსახულების ხილვადობა 200%-ით გაიზრდება. 6. თუ ჩაგეძინათ და წასასვლელი ხართ, საუზმესა და კბილების გახეხვას შორის არჩევანის გაკეთება გიწევთ, ეს ხერხი უებარია. წაუსვით ტოსტს კბილის პასტა და მიირთვით, ასე ორივეს ერთად გააკეთებთ, დროც დაიზოგება. 7. თუ ხახვის ბრტყელ ნაჭერს მოათავსებთ თქვენი ლეპტოპის დისკის ჩასადებში, ის 100%-ით დაიცავს მას ნებისმიერი ვირუსისგან. 8. გინდათ სწრაფად მოიცილოთ ნაოჭები? მაშინ, აკბენინეთ რომელიმე შხამიან გველს. არ გჯერათ? აი შედეგი. 9. რეზინის ხელთათმანში ჩაასხით თბილი წყალი და განასკვეთ, დაიჭირეთ ხელში ასე, როგორც ფოტოზეა. ეს მეთოდი მარტოობას გაგიქარვებთ. 10. სწრაფი და ლამაზი მანიკური. 11. ყინულის კუბიკების ნაცვლად გამოიყენეთ გაყინული ბოსტნეული. 12. თუ გამუდმებით კარგავ გასაღებს, ეს ხრიკი მუშაობს. P.S. ამ ყველაფერს, ნუ გაიმეორებთ! 457 3-ს მოსწონს
|