ფეხბურთი "მექალთანე ვიყავი და რა ვქნა?ერთდროულად სამი და ოთხი საყვარელი მყავდა"-მანუჩარ მაჩაიძე 2021, 29 სექტემბერი, 10:41 ![]() მანუჩარ მაჩაიძემ ამის გარდა ისაუბრა ალკოჰოლთან მისი დამოკიდებულებაზე, იგი ალკოჰოლს არა თუ საფეხბურთო კარიერის დროს, არამედ, მის შემდეგაც ფაქტობრივად არ ეკარება და რის გამოც მამამისი ძალზე წუხდა :"ხალხო რომ იცოდეთ რა ცუდი შვილები მყავსო, მათ ტაშს არავინ დაუკრავსო.არ სვამენ ეს შობელძაღლებიო, რა ვუყოო?...კაცი რომელიც სულ ღვინოს წურავდა და სულ ღვინოს სვამდა ასეთი წარმოდგენა ჰქონდა ჩვენზე, მე და ჩემს ძმაზე"-აღნიშნა "დინამოს" ყოფილმა კაპიტანმა. მანუჩარ მაჩაიძემ ისიც აღნიშნა, რომ ქართული ფეხბურთის ერთ-ერი მთავარი მინუსი ფებურთელებში ალკოჰოლის, თამბაქოს და ნარკოტიკის მიღებაა.ფეხბურთელის აზრით სანამ ეს სიტუაცია არ გამოსწორდება, მანამდე ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება. ![]() მანუჩარ მაჩაიძეს საფეხბურთო კარიერა თბილისის დინამოში 1967 წლიდან იწყება, როდესაც ის დუბლშემადგენლობაში ჩარიცხეს, თბილისის „დინამოს“გარდა, იგი სხვადასხვა დროს იცავდა ტაშკენტის „ფახთაქორის“, მოსკოვის „სპარტაკის“, ქუთაისის „ტორპედოს“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. ![]() ![]() მანუჩარ მაჩაიძის კაპიტნობის პერიოდში თბილისის „დინამომ“ ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა საკავშირო მასშტაბით.ამ მხრივ იგი ერთადერთი ფეხბურთელია ქართული სპორტის ისტორიაში, ვისი თავკაცობითა და წინამძღოლობით მიღწეული წარმატებათა ასეთი სერია — არც მანამდე და არც მას შემდეგ — თბილისის „დინამოს“ და შესაბამისად ქართულ ფეხბურთს არ ჰქონია. საკავშირო და საერთაშორისო ასპარეზზე — 1936–1989 წლებში, თბილისის „დინამოს“ სულ ხუთი ტიტული აქვს მოგებული და აქედან სამი — მისი კაპიტნობის დროს. მანუჩარ მაჩაიძის კაპიტნობით, 1976 წლის 22 აგვისტოდან 1980 წლის 26 ივნისის ჩათვლით, თბილისის „დინამომ“ შინ საკავშირო პირველობისა და თასის გათამაშების ფარგლებში სულ 73 მატჩი გამართა, რომელთაგან 55 შეხვედრა მოიგო და 18 ფრედ დაასრულა. არცერთ საშინაო შეხვედრაში მანუჩარ მაჩაიძის კაპიტნობის პერიოდში დინამოელებს მარცხი არ განუცდიათ, რაც უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენს თბილისის „დინამოს“ ისტორიაში. მანუჩარ მაჩაიძეს ეკუთვნის კიდევ ერთი რეკორდი "დინამოს" ისტორიაში. საკავშირო პირველობაზე, საკავშირო თასის გათამაშებაზე და საერთაშორისო ოფიციალურ შეხვედრების ფარგლებში ზედიზედ ჩატარებული 150 მატჩი გაცდენის გარეშე. 1947 7-ს მოსწონს
|