x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჩინეთში სკოლის მოწაფეების ფორმაში ჩიპებს ამონტაჟებენ
image

ჩინეთში, აწი მშობლებს შესაძლებლობა ექნება აკონტროლონ საკუთარი შვილები სკოლაში ყოფნის დროს რეალურ დროში.



ქალაქ ჟუჰაის(გუანდუნის პროვინცია) დაწყებით სკოლაში მოსწავლეთა ფორმები აღჭურვილი იქნება სპეციალური მიკროჩიპებით.


”ჩვენს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკვე აქვთ სახის ამოცნობის მოწყობილობა, მაგრამ ჩვენ დროს ვუწყობთ ფეხს და ვიგონებთ ახალ იდეებს, რათა ყოველთვის ვიცოდეთ რას აკეთებს ბავშვი და სად არის”, - აცხადებს სკოლის ადმინისტრაცია.



მშობლებს შეუძლიათ აკონტროლონ შვილის აბსოლუტურად ყველა მოძრაობა და დრო.მაგალითად იყო თუ არა სკოლის ბუფეტში, ტუალეტში და რა დროს დატოვა სკოლა. თუ მოსწავლე აღმოჩნდება რაიმე სახის სახიფათო სიტუაციაში, მიკროჩიპი სიგნალს გაუგზავნის მშობლებს ან მასწავლებლებს მობილურ ტელეფონში, იუწყება France Info.


სხვათა შორის ყველა მშობელს არ მოეწონა ახალი ინოვაციით. ისინი ადარებდნენ ამ ჩიპებს ელექტრონულ სამაჯურებს, რომლებიც დამნაშავებს ფეხზე უკეთებენ. მაგრამ სკოლა და მშობლების უმეტესობა მიესალმება ახალ ინიციატივას და არც თუ უსაფუძვლოდ.


ჩინეთში ბავშვები ხშირად იპარებიან სკოლიდან და საათობით ერთობიან კომპიუტერულ კლუბებში ვიდეოთამაშებით. ასევე ცნობილია ფიზიკური ძალადობის და ბავშვების გატაცების შემთხვევებიც.


-იმისათვის, რომ მომავალში მსგავის რამეები არ მოხდეს, ჩვენ დავნერგეთ ეს ექსპერიმენტი, - ამბობენ მასწავლებლები. - თქვენ თუკი არ გიკვირთ ვიდეოკამერები, რომლებიც ყველგან არის დამონტაჟებული, მაშ რატომ უნდა გაგაოცოთ მიკროჩიპებმა? ისინი ბავშვების უსაფრთხოებისთვის არის გათავლისიწნებული და არა მათი თვალთვალისთვის.

0
131
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0