კინო სპეცეფექტები ძველი ფილმებიდან, რომლებსაც პროფესიონალიზმის მწვერვალად ვთვლიდით, თუმცა თავისი დროის შედევრი იყო 2021, 28 სექტემბერი, 9:53 სპეცეფექტები და გრაფიკა თანამედროვე ფილმებში ისეთ უმაღლეს დონეზეა შესრულებული, რომ ყოველთვის ვერ გაარჩევთ "ნახატს" რეალურისგან. თუმცა ასეთი ბლოკბასტერები ახლა ყოველდღიურობა გახდა. ადრე კი შიშისა და აღტაცებისგან ნამდვილად "ვხტებოდით", როცა XX საუკუნის ფილმების სპეცეფექტებს ვუყურებდით და ვფიქრობდით, რომ ეს პროფესიონალიზმის ნამდვილი მწვერვალი იყო. მოდით, გავიხსენოთ, წარსულში რომელი ძველი ფილმების სპეცეფექტებმა შეგვძრეს სულით ხორცამდე. 1. "უფსკრული" (1989)უცხოპლანეტელების შესაქმნელად, რომლებსაც კონტროლირებადი წყლის ნაკადის ფორმა აქვთ და შეუძლიათ ადამიანის სახის იმიტაცია, პირველად იქნა გამოყენებული გამოსახულების კომპიუტერული სინთეზის ტექნოლოგია. მოგვიანებით, ფილმის რეჟისორმა, ჯეიმს კამერონმა, ის თავის სხვა, უფრო ცნობილ ფილმში გამოიყენა. 2. "ამერიკელი მაქცია ლონდონში" (1981)ფილმში ნაჩვენებია რეალისტური სცენა, ადამიანის მგლად გადაქცევისა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ სცენას იღებდნენ სრული განათების დროს, და არა სიბნელეში, როგორც ამას იმ დროში აკეთებდნენ, რათა კადრის ზოგიერთი დეფექტი დაეფარათ. 3. "მეტროპოლისი" (1927)ფილმში, რომელსაც მალე 100 წელი შეუსრულდება, არ არის არც ხმა, არც ფერები, სამაგიეროდ პრაქტიკული ეფექტებით, ელექტრობით, დეკორაციებით და სარკეების გამოყენებით, იგი ახერხებს ყოველ ჯერზე ამოტივტივდეს და დავიწყებას არ მიეცეს, როცა საუბარი კინოს სპეცეფექტებზე იწყება. 4. "ტახტი" (1982)
ერთ-ერთი პირველი ფილმია, სადაც ფართოდ იქნა გამოყენებული კომპიუტერული გრაფიკა ფონების, დეკორაციებისა და ტრანსპორტისთვის, მათ შორის ადამიანის სახის ანიმაციისთვის. ბევრ სცენაში ცოცხალი გმირები შეთავსებული იქნა ნახატებთან. გასაგებიცაა, სიუჟეტის მიხედვით, გმირები ხომ ვიდეოთამაშის შიგნით იმყოფებიან.
5. "ტერმინატორი 2" (1991)ეს ჯეიმს კამერონის სწორედ ის ფილმია, სადაც ისევე როგორც "უფსკრულში" გამოყენებული იქნა გამოსახულებების კომპიუტერული სინთეზის ტექნოლოგია. მისი საშუალებით შეიქმნა ლეგენდარული Т 1000-ტერმინატორი თხევადი ლითონის საფუძველზე, რომელსაც შეეძლო თავისი სხეულის ტრანსფორმირება და გარემოსთან შერწყმა. 6. "მას სიკვდილი უხდება" (1992)როგორ უნდა იქნას ნაჩვენები უკვდავების ელექსირის მოქმედება? ფილმის რეჟისორის, რობერტ ზემეკისის აზრით, საჭიროა ფილმის ერთ-ერთი გმირი გამოჩნდეს გასროლის შედეგად მუცელში გაჩენილი დიდი ხვრელით. ფილმმა ვიზუალური ეფექტებისთვის "ოსკარი"მიიღო. 7. "იასონი და არგონავტები" (1963)
რეი ჰარიჰაუზენის ფილმის სპეცეფექტებისთვის, ფილმის გმირისა და ჩონჩხების ბრძოლის გადაღებისთვის 4 თვე დასჭირდათ. 8. "კოსმოსური ოდისეა" (1968)ამ ფილმიდან აღსანიშნავია კოსმოსის სცენები (შექმნილია დაახლოებით 10 წლით ადრე "ვარსკვლავურ ომებამდე"), აგრეთვე მომენტები, როცა პერსონაჟები კედლებზე და ჭერზე დადიან. თუმცა უკანასკნელი, რა თქმა უნდა ოპტიკური ეშმაკობაა, რომელიც განხორციელდა ცენტრიფუგის დახმარებით. ცენტრიფუგაში გადაღებული იყო ხომალდის შიგნით მიმდინარე ყველა სცენა. 9. "სამართებლის პირზე მორბენალი" (1982)ფილმი, შთაგონებული "მეტროპოლისის" სტილში, უფრო შორს წავიდა და უკვე 1982 წ. შექმნა ფუტურისტული მეგაპოლისის სახე, რომელიც ძალიან ჰგავს თანამედროვე ქალაქებს. 10. "ვინ გაყიდა კურდღელი როჯერი?" (1988)ფილმი, რომელიც უკვე 30 წლისაა, დღესაც საუკეთესოდ ითვლება იმათ შორის, სადაც გაერთიანებული იყო ცოცხალი გადაღებები და ანიმაციები. ეს კი ფილმის ყოველ კადრზე გულმოდგინე მუშაობის წყალობითაა, რომელსაც საერთო ჯამში 14 თვე დასჭირდა. ამასთან ყველა ანიმაციაში პერსონაჟებს ხელით ხატავდნენ. 11. "ეკიპაჟი" (1979)
საბჭოთა ფილმებს ასევე შეუძლია დაიკვეხნოს რთული სცენებით, რომლებიც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. კერძოდ, გამოგონილი ქალაქ ბიდრის აეროპორტიდან თვითმფრინავის აფრენის სცენები თავისი აფეთქებებით უკანა ხედზე და დაშვება უკვე მოსკოვში, როდესაც თვითმფრინავს კუდი სწყდება. 12. "ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა" (1989)ფილმში პერსონაჟის სიკვდილის ერთ-ერთი ეფექტური და რთული სცენაა. უოლტერ დონოვანის სიკვდილის სცენა იქმნებოდა სამი თვის მანძილზე, გმირის სამი მარიონეტის გაერთიანებით "გახრწნის" სხვადასხვა სტადიაზე. სტივენ სპილბერგს სურდა სცენა გამოსულიყო მაქსიმალურად "შოვის გარეშე", ამიტომ როცა კადრში ჯერ კიდევ მსახიობი ჯულიან გლოვერია, მას შუბლზე და ლოყებზე მიმაგრებული ჰქონდა გასაბერი ბალიშები. ეს დაეხმარა დონოვანს, რათა თანდათანობით და თანმიმდევრულად "დაეწყო დაბერება". ასევე მას თავზე მოარგეს სპეციალური პარიკი, რომელიც სწრაფად ჩამოშლიდა გრძელ ჭაღარა თმებს. იხილეთ შემდეგი:ცნობილი სახეების შეშლილი თაყვანისმცემლები და ფანატიკოსები. ნაწილი I აი, რატომ ირგებენ დიდი ზომის ფეხსაცმელებს ცნობილი სახეები თურმე მილიონერებიც ჩამოფასებულ ტანსაცმელს ყიდულობენ და იაფფასიან სასადილოებში იკვებებიან ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაური ანდერძები როგორები იქნებოდნენ დღეს, ადრე გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები ნაკლებად ცნობილი ფაქტები ცნობილი ფილმების შესახებ როგორ იღებენ სინამდვილეში ჰოლივუდის ფილმებს 226 5-ს მოსწონს |