x
მეტი
  • 17.10.2021
  • სტატია:115032
  • ვიდეო:354139
  • სურათი:488893
"ფუნქცია, რომელიც ფაქტიურად მკვდარი და თითქოს უიმედო იყო აღდგა" - თინა ხიდაშელი თავის ჯანმრთელობის შესახებ პოსტს აქვეყნებს
image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი თავის ფეისბუქ გვერდზე სასიხარულო ამბავს ამცნობს საზოგადოებას და ამბობს, რომ დროთა განმავლობაში ის ძველებურად შეძლებს სიარულს.


მას კოვიდის ურთულესი ფორმა შეხვდა, რომელსაც უკვე თვებია ებრძვის და რის გამოც სიარულს ვეღარ ახერხებს.



"ალბათ ყველაზე, ნაკლებად ამის დროა ახლა, მაგრამ ვისაც გაინტერესებთ, მოკლედ ჩემს ამბებს მოგიყვებით.

მე და დათო ისევ გერმანიაში ვართ და კარგი ამბავი გვაქვს. ფუნქცია, რომელიც ფაქტიურად მკვდარი და თითქოს უიმედო იყო აღდგა. რაც იმას ნიშნავს რომ სრულფასოვან სიარულს შევძლებ. რა თქმა უნდა დრო დასჭირდება ამ ყველაფერს, მაგრამ დღეს უკვე ეჭვი აღარ აქვთ, რომ ძველებურად გავივლი.

სამწუხაროდ, რაღაცეების ბოლომდე დასაზუსტებლად დამატებითი კვლევებისთვის კიდევ ერთი კვირა დაგვტოვეს…მაგრამ იმედია, მალე სიარულთან ერთად ცხოვრების რიტმსაც სრულად აღვიდგენ.


ასეთი ამბავი გვაქვს ჩვენ და ამ დაძაბულ დროს ვიცი გაგიხარდებათ.

PS მერკელს ჩემს გარეშე ხომ არ გააცილებდნენ გერმანელები. ხოდა დღეს არჩევნებია გერმანიაში და სამშობლოში ვერ შევძელი საარჩევნო ამბები მონაწილეობა და აქ დავესწარი ლიბერალების ღონისძიებებს ." - წერს ხიდაშელი.




0
44
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0