x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როდიდან იღებს სათავეს ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობა?
image

ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც ედუარდ ჯენერმა შექმნა ნატურალური ყვავილის პირველი ვაქცინა. იმ დროს ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა ძირითადი არგუმენტები იყო რელიგიური.


ვაქცინაციის განვითარებასთან ერთად, განვითარდა ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა. მე -19 საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდა პირველი ანტივაქცინაციური ორგანიზაციები. 1866 წელს, დიდ ბრიტანეთში დაარსდა ვაქცინაციის საწინააღმდეგო ეროვნული ლიგა, (National Anti-Vaccination League) ხოლო 1879 წელს ამერიკის ანტივაქცინაციის საზოგადოება [Anti-Vaccination Society of America].


1870–1880 – იან წლებში დაიწყო დიდი რაოდენობით ვაქცინაციის საწინააღმდეგო ლიტერატურის გამოქვეყნება. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებმა გამოსცეს რამდენიმე ჟურნალი. იმ დროს მოძრაობის მთავარი არგუმენტები იყო ვაქცინაციის არაეფექტურობა და დაუცველობა, სავალდებულო აცრებით ადამიანის უფლებების დარღვევა. მოძრაობა ემყარებოდა ალტერნატიული მედიცინის მომხრეებს - ჰომეოპათიას, ქიროპრაქტიკას, მცენარეულ მედიცინას .



გავრცელებული სტერეოტიპის საწინააღმდეგოდ, უნდა ავღნიშნოთ, რომ ვაქცინაციის საწინააღმდეგო იდეები გავრცელებულია ევროპის მოწინავე ქვეყნებში და არა ღარიბ ქვეყნებში .


ღარიბ ქვეყნებში ვაქცინებს უმეტეს წილად ეწინააღმდეგებიან რელიგიური ლიდერები. მაგალითად, კენიაში 2014 წელს კათოლიკე მღვდელმთავრებმა და კენიაში ექიმთა კათოლიკურმა ასოციაციამ( Catholic Doctors Association in Kenya) ქალებს მოუწოდა ბოიკოტი გამოუცხადონ ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რაც დაიწყო იმის გამო, რომ წინა წელს 550 ახალშობილი კენიელი გარდაიცვალა ამ დაავადებით. .


რელიგიური კულტის გავრცელების გამო, უგანდის ხელისუფლება იძულებული გახდა ის მშობლები, რომელებიც უარს იტყოდნენ ბავშვების აცრაზე, სისხლის სამართლის დანაშაულზე გადაეცა .



თანამედროვე ანტივაქსერთა მოძრაობის მახასიათებელია ინტერნეტის აქტიური გამოყენება, ისინი განსაკუთრებით აქტიურები არიან სოციალურ ქსელებში . შექმნილი აქვთ ვაქცინაციის საწინააღმდეგო საიტები, რომლის საერთო მახასიათებლებია ინფორმაციის კოპირება და გავრცელება, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, მჭიდრო ურთიერთკავშირი და დიდი რაოდენობის ჯვარედინი ცნობები, რა დროსაც პრაქტიკულად არ არის მითითებები სამეცნიერო ლიტერატურა, მათ ახაისათებთ ასევე ინფორმაციის ემოციურად დრამატიზება.



ასევე, ექსპერტები აღნიშნავენ ინფორმაციის არასანდოობას, მათი მხრიდან შეთქმულების თეორიის ელემენტების გამოყენებას, ასევე "პოსტმოდერნულ არგუმენტებს, რომლებიც უარყოფენ ბიომედიკურ და სხვა სამეცნიერო ფაქტებს საკუთარი ინტერპრეტაციების სასარგებლოდ"


ექიმების აზრით, ამგვარმა პროპაგანდამ შეიძლება გამოიწვიოს გულუბრყვილო ან არასაკმარისად განათლებულ ადამიანების მხრიდან აცრაზე უარის თქმა .



ინტერნეტში წარმოდგენილი ანტივაქსერთა ძირითადი არგუმენტები პრაქტიკულად არ განსხვავდება მე -19 საუკუნის ბოლოდროინდელ ანტივაქსერთა არგუმენტებისგან .



მიუხედავად იმისა, რომ მკაცრად ანტივაქსერული პოზიცია მხოლოდ მცირე რაოდენობის მშობლებშია.


2012 წლის -კვლევის შედეგების თანახმად, მშობლების 2% -ზე ნაკლები სრულად უარყოფდა ვაქცინაციას, მშობლების 2% -დან 27% -მდე ახორციელებდა სელექციურ ან დაგვიანებულ ვაქცინაციას, ხოლო მშობლების 20% -დან 30% -მდე "ყოყმანობდა" («vaccine hesitant ")


სამედიცინო პერსონალს შორის არიან ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებიც. შეერთებულ შტატებში პედიატრი ბობ (რობერტ) სირსი ფართოდ გახდა ცნობილი თავისი ვაქცინაციის საწინააღმდეგო პოზიციით, რის შედეგადაც კალიფორნიის სამედიცინო დისციპლინურმა კომისიამ 2018 წელს, ორწლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, გაუუქმა ექიმის ლიცენზია მშობლებისთვის დაუსაბუთებელი რეკომენდაციის გაცემისათვის.




ანტივაქცინაციური მოძრაობა ემყარება შემდეგ ძირითად არგუმენტებს: 1)ფარმაცევტების შეთქმულების თეორია 2) ვაქცინები საერთოდ არაა ეფექტური3) ვაქცინაცია დაავადებას ვერ ამცირებს 4)ვაქცინა უსაფრთხო არ არის 5) ვაქიცინაცია მძიმე შედეგებს იწვევს 6) დღეისთვის ვაქცინაცია აუცილებელი არ არის 7) აპელაცია პიროვნეულ თავისუფლებაზე 8), რომ სამედიცინო სტატისტიკა არ არის კეთილსინდისიერი და ა.შ.



განსაკუთრებით გააქტიურდენ ანტივაქსერები კორონავირუსით გამოწვეული პენდემიის შემდეგ, რადგან მათთვის " ოქროს ხანა " დადგა, (მსოფლიოს ხომ 100 წელია არ უნახავს პანდემია)შედეგიც თავიდანვე არც თუ წარუმატებელია, ბევრი ადამიანი აიყოლიეს მთელი მსოფლიოდან, ისინიც კი რომლებსაც აქამდე პრეტენზია არ გამოუთქვამს ვაქცინაციაზე, ზემოთ ჩამოთვლილ არგუმენტებს ზემოდან კიდევ სხვადასხვა ახალი მიზეზები დაუმატეს, შერწყმული "შეთქმულების თეორიებთან"; მათ შორის ზოგიერთი სრულ აბსურდამდე მისული.


მიუხედავად ამისა დღეს, მსოფლიოს 45 ქვეყნის(ძირითადად ევროპის)მოსახლეობის 60%-ზე მეტი უკვე ორივე დოზით აცრილია, ბოლო მონაცემებით საქართველოს მოსახლოების მხოლოდ 19%-ია ჯერჯერობით ორი დოზით აცრილი.


უსაფრთხოება


დიდი ხანია არსებობს მეცნიერული კონსენსუსი იმის შესახებ, რომ დამოწმებული ვაქცინები არის ძალიან უსაფრთხო და ესაა ეფექტური გზა ინფექციური დაავადებების კონტროლისა და აღმოფხვრისთვის.


მაგრამ ეს სიმართლეა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის დროს დაცულია სანიტარული სტანდარტები, მაგალითად, ერთჯერადი შპრიცების გამოყენება მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი. აუცილებელია დაცული იყო ვაქცინების წარმოების ტექნოლოგია; შენახვისას ამპულის შემცველობის დაზიანება ან დაბინძურება არ უნდა მოხდეს.ასევ აუცილებელია დამოუკიდებლად მონიტორინგი საკმარისი რაოდენობის კონსერვანტების გამოყენებაზე, შენახვის პირობებზე და ვაქცინების ვარგისიანობის ვადაზე. ექიმებს მოეთხოვებათ მიმწოდებელს დაუბრუნონ დაზიანებული და ვადაგასული ვაქცინები, არ გააგრძელონ მათი გამოყენება.


ვაქცინის გვერდითი მოვლენები


ჯანმო აცხადებს: ”სერიოზული ან გრძელვადიანი გვერდითი მოვლენები ძალზე იშვიათია. ვაქცინაზე სერიოზული უარყოფითი რეაქციის შანსი არის 1/ მილიონზე, ბევრად უფრო ნაკლები ვიდრე ანტიბიოტიკები და გამაყუჩებლები-რომელის გვერდითი მოვლენები 1/ათი ათასზეა.


”ვაქცინებმა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა დაბალი ხარისხის ცხელება და ტკივილი ან სიწითლე ინექციის ადგილას. ასეთი გამოვლინებები, როგორც წესი, თავისით ქრება რამდენიმე დღეში. ”. ჯანმო აცხადებს, რომ ვაქცინები არ იწვევს აუტიზმის სპექტრის დარღვევებს. ”ეს დასკვნა გამოტანილია ადამიანების ძალიან დიდ ჯგუფებზე ჩატარებული მრავალი კვლევის შედეგად.”

4
47
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
47
  
2021, 8 დეკემბერი, 22:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 6 დეკემბერი, 15:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 27 ოქტომბერი, 13:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 22 სექტემბერი, 17:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4