x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:139005
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512553
ფრიტილარია - საუცხოო ყვავილი, რომელიც თქვენს ბაღს უდავოდ დაამშვენებს

image


ფრიტილარია ლათინურად ნიშნავს "თხილის როჭოს".

ფრიტილარიას (საიმპერატორო ღვინას) უბრალო ადამიანების ენაზე "სამეფო გვირგვინი" ეწოდება. იგი ყვავილთა სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სურნელოვანი და კაშკაშა წარმომადგენელია. მაღალი, მყარი აღნაგობის ფრიტილარიის შერჩევა მშვენიერი იდეაა ყვავილნარებისა და ბაღების შესავსებად. ამასთანავე, "სამეფო გვირგვინების" მოყვანა არც ისე ძნელია.

ფრიტილარია შროშანისებრთა ოჯახის უალამაზესი წარმომადგენელია და აქვს 100-მდე სახეობა.



image


ძირითადად გვხვდება ყვითელი, წითელი და ნარინჯისფერი ფრიტილარია, თუმცა სახეობების მიხედვით (100-მდე სახეობაა) ფერთა სხვადასხვა შეხამება აქვთ, მაგალითად, "თხილის როჭოს" ჯიში დაწინწკლულია და გაწყობილია თეთრ და მეწამულ ფერებში (სურათი იხილეთ ქვემოთ ჯიშების ჩამონათვალში).

ნარინჯისფერი ფრიტილარია

image


image


ყვითელი ფრიტილარია


image

წითელი ფრიტილარია


image



ფრიტილარიის რამდენიმე გამორჩეული ჯიში

1.ფრიტილარია "რუბრა"


image

ფრიტილარიის მრავალწლიანი სახეობა "რუბრა" ხასიათდება ალისლისფერი მსხვილი გვირგვინით, 75 სმ.-მდე სიმაღლის, არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. ყვავის დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში. აქვს ნარინჯისფერი ყვავილები, ცეცხლისფერი ყვავილები, ზურმუხტისფერი მწვანე ფერის ფოთლები.


2.ფრიტილარია "თხილის როჭო"



image


ყვავის მაისში 3 კვირის განმავლობაში. მრავლდება სწრაფად და დარგვისას ადვილად ველურდება. ჯიშის ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლებია საიმპერატორო თხილის როჭო, კამჩატკის, კავკასიური, რუსული ფრიტილარია, მარსი, ორიონი, აფროდიტე. მრავალწლიანია.



3.ფრიტილარია "ავრორა"


image


მრავალწლიანია. ყვავილობისას ნარინჯისფერი-ოქროსფერი შეფერილობით ჰგავს ქუდს. იზრდება 1 მეტრამდე. 3 კვირიდან 1 თვის განმავლობაში ყვავილობს.


4. ფრიტილარია "საიმპერატორო"


image

5. ფრიტილარია "მელეაგრისი" და "უვა ვულპისი"


image


უვა ვურპისი ფრიტილარიის ასირიულ სახეობას განეკუთვნება. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახეობაა. აქვს მუქი ბორდოსფერი (მუქი მეწამული წითელი) ყვავილები, ბუტონის შიგნითა ნაწილს აქვს ზეთისხილისფერი შეფერილობა.


6.ფრიტილარია "ლუტეა"


image


ავრორასაგან (ნარინჯისფერი-ოქროსფერი შეფერილობით) განსხვავებით, ღია, კაშკაშა ყვითელი შეფერილობისაა, არის მრავალწლიანი.


7.ფრიტილარია "რადე"


image

8. ფრიტილარია "სტრიპედ ბიუტი"


image



9. ფრიტილარია ირანული (შავი)



image


აქვს შავი ყვავილი, მოციფრო-მომწვანო ფოთლები. 1 ყუნწი 25-მდე კვირტს, ყვავილს ისხამს.


10. ფრიტილარია "უილიამ რექსი"


image


აი, ასე ყვავის ფრიტილარია სხვა ყვავილებს შორის. თუ მათ ტიტებს შორის დარგავთ, ასეთ სილამაზეს მიიღებთ.



image

0
82
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0