x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„22 წლის გოგოსთან ინტიმური კავშირის დამყარება სცადა. წინააღმდეგობის გაწევის დროს შემოაკვდა" - შემზარავი მკვლელობის დეტალები
image

.

რამდენიმე წლის წინ თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში შემზარავი მკვლელობა მოხდა, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი დების ცხედარი სრულიად შემთხვევით მეზობელმა ორი დღის დაგვიანებით ნახა. გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დები, გვარად ლომიძეები, წარმოშობით ერთ-ერთო რეგიონიდან იყვნენ, უფროსი და მაცაცო თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად მუშაობდა, უმცროსი ბაია კი კოლეჯში მედდის კურსებს გადიოდა. სახლის მეპატრონე დებს თითქმის არ იცნობდა, როგორც აღმოჩნდა ლომიძეებს დედაქალაქში მეგობრები საერთოდ არ ჰყავდათ.

.


გამოძიება მალევე ჩიხში შევიდა, სამართალდამცველებმა ერთთვიანი გამოძიების შემდეგ დაადგინეს, რომ მაცაცო ლომიძეს გარკვეული უსიამოვნება ჰქონდა რესტორნის მეპატრონე სერგო ხითარიშვილთან.

.

რესტორნის მეპატრონემ გამომძიებლებს უთხრა, რომ მაცაცო ლომიძე ერთ-ერთ დაწესებულების საპატიო სტუმარს მოსწონდა, ხოლო ერთ საღამოს სტუმარს მაცაცოსთან მიმართებით ძალიან ზედმეტი მოუვიდა, როგორს მისივე მონაყოლიდან ირკვეოდა, მაცაცომ იმ დღეს პასუხი არ დაუბრუნა, თუმცა მეორე დღეს დადგინდა რომ აღნიშნული სტუმარი, ზაზა ისერგიშვილი უცნობმა პირმა ისე სცემა, რომ საავადმყოფოში გადასაყვანი გახდა.

.

ზაზა ისერგიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში არც თუ ისე მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მისი თქმით პირი, რომელმაც სცემა არ დაუნახავს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ინციდენტის მომსწრე გახდა და რესტორნის გამოსვლის შემდეგ შემთხვევის გამო გაუსწორდა ფიზიკურად.

,

ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გაირკვა, რომ ბაიას სხეულზე აღმოჩნდა სისხლის ნაკვალევი, რომელიც არც ერთ დას ეკუთვნოდა. სავარაუდოდ, მკვლელობის მომენტში ბაია ლომიძემ მოძალადეს წინააღმდეგობა გაუწია. დამნაშავემ გარკვეული სახის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე მისი სისხლის წვეთები შემორჩა.

,

სწორედ ეს გახდა სამართალდამცველებისთვის, ხელჩასაჭიდი, რომლითაც მკვლელის გამოცნობა შეძლეს. სამართალდამცველებმა ხმა გაავრცელეს თითქოს ბაია ლომიძე განუკურნებელი სენი ჰქონდა, რომელიც სისხლით გადადის. პარალელურად კი დედაქალაქის ყველა საავადმყოფო გააფრთხილეს მათთვის მიეწოდებინათ ყველა იმ პირის სია, ვინ უახლოეს ორ კვირაში სისხლის ანალიზს ჩააბარებდა.

,

გამომძიებლებს დიდი ლოდინი არ დასჭირვებიათ, ინფორმაციის გავრცელების მეორე დღესვე ინფექციურ საავადმყოფოს სისხლის ანალიზის ჩასაბარებლად სერგო ხითარიშვილმა მიაკითხა.

სწორედ ამ გზის შეძლეს გამომძიებლებმა დაედგინათ თუ ვინ იყო რეალური მკვლელი.

.

გამოძიებით დადგინდა რომ, 23 ოქტომბერს 8 საათზე “23 ოქტომბერს, საღამოს 8 საათისთვის, ბრალდებული სერგო ხითარიშვილი მაცაცო ლომიძესთან ბინაში მივიდა. შინ მხოლოდ მისი და, ბაია ლომიძე დახვდა. სერგო ხითარიშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო (ხითარიშვილი მანამდეც რამდენჯერმე ესტუმრა გოგონებს). მასპინძელმა სცადა, სტუმარი დაერწმუნებინა, რომ წასულიყო, მაგრამ ხითარიშვილი არ დაემორჩილა და 22 წლის გოგონასთან ინტიმური კავშირის დამყარება სცადა. წინააღმდეგობის გაწევის დროს ხითარიშვილს ბაია შემოაკვდა.

.

ბრალდებულის ჩვენებით გაირკვა, რომ ხითარიშვილმა კვალის წაშლა სცადა და გაქცევა დააპირა, მაგრამ ამ დროს მაცაცო დაბრუნდა. ნანახით თავზარდაცემულ გოგონას მამაკაცმა დაყვირების საშუალება არ მისცა, პირზე ხელი ააფარა, იატაკზე დააგდო და გაგუდა”.

.

სერგო ხითარიშვილს სასამართლომ 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა ქონების კონფისკაციით.

3
1784
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1784
  
2022, 8 იანვარი, 11:58
პ.ს.17უნდა დამეწერა! 17 წლ 1ზეა და 2ზეც იგივე?! ეს რა მოსამართლეა!
2022, 8 იანვარი, 11:57
2 გოგონა მოკლა და 1წლ? მოსამართლეს უარესი ბედი ეწევა მაგ ნაგავს!
2021, 21 სექტემბერი, 10:06
17 წელი?((((
0 1 3