ორსულობა და ბავშვი ქუთაისში კოვიდინფიცირებული ტყუპები გარდაიცვალნენ 2021, 20 სექტემბერი, 17:29 სამწუხაროდ კორონავირუსით ინფიცირებული ტყუპები, რომლებიც ქუთაისში კლინიკა "ბომონდში ერთი თვის წინ დაიბადნენ და ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ, გარდაიცვალნენ.
ორივე ტყუპებს კოვიდით გამოწვეული პნევმონია განუვითარდათ. მთელი განყოფილება იბრძოდა მათი სიცოცხლისათვის, თუმცა უშედეგოდ. "ტყუპები დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა, " - აცხადებს კლინიკა "ბომონდის" ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ბარათაშვილი. შეგახსენებთ, რომ ბავშების დედა, 47 წლის ნატო ფხაკაძე ორიოდე კვირის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა. ქალი, რომელიც 10 წელი შვილს ელოდა, 20 აგვისტოს ერთბაშად ტყუპების, -ქალ-ვაჟის დედა გახდა, თუმცა კორონავირუსის გამო მალევე ნატო ფხაკაძეს მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ის 2 სექტემბერს გარდაიცვალა. „ათი წელი შვილს ნატრობდა და ვერ ნახა, ვერ ჩაიხუტა ტყუპები ისე წავიდა, შენ ეს არ დაგიმსახურებია, ნატო. როგორ მეგონა, რომ გავიმარჯვებდით ამ ვერაგ კოვიდზე… იქ, სადაც გაფრინდი, ძალიან შორს, შენი შვილები დაიფარე, მამიდუ. ათი წლის ოცნებას ფრთა შეასხი და არც კი დაგცალდა ამ ოცნების ნახვა… გპირდები მარიამს და გიორგის ყოველთვის ემახსოვრები…“ – წერდა გარდაცვლილი ქალის ახლობელი, თუმცა მარიამის და გიორგის სულიც ახლა დედასთან ერთად არის ზეცაში... 101 3-ს მოსწონს
|