შოუბიზნესი მხიარული ქვრივი: აწ გარდაცვლილი ჰიუ ჰეფნერის ცოლი გლამურული ცხოვრებით ტკბება და უკვე ახალი სიყვარულიც იპოვა 2021, 19 სექტემბერი, 18:25
კრისტალ ჰარისი სამი წლის წინ საყვარელი ქმრის გარდაცვალებას მართალია მტკივნეულად განიცდიდა, თუმცა დღესდღეობით, სექსუალურ ლამაზმანს ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად აქვს. 35 წლის ამერიკელ მოდელს ახალი შეყვარებული ჰყავს, რომელთანაც მექსიკის მდიდრულ კურორტზე დროს შესანიშნავად ატარებს და ცხოვრებით ტკბება. "Playboy"–ის ყოფილი მფლობელის ქვრივმა მეუღლის ქონება მემკვიდრეობით მიიღო, რომელსაც ის გლამურულ ცხოვრებაზე დაუნანებლად ხარჯავს.

გოგონა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და ეგზოტიკური ადგილებიდან ცხელ - ცხელ ფოტოებს სოციალურ ქსელებში მრავალრიცხოვან გამომწერებს სისტემატურად უზიარებს. უფრო დეტალურად კი, თუ როგორ ცხოვრობს "Playboy"– ის დამფუძნებლის ჰიუ ჰეფნერის ყოფილი მეუღლე ამას დღევანდელი სტატიიდან შეიტყობთ.
როგორც ჩანს, 35 წლის კრისტალმა პირად ცხოვრებაში ბედნიერება კვლავ იპოვა. გოგონა ახლახანს მექსიკის ერთ -ერთი ელეგანტური კურორტის სანაპიროზე ახალი მეგობარი მამაკაცის გარემოცვაში გამოჩნდა.
როდესაც "Playboy"–ის დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი გარდაიცვალა, მისი ახალგაზრდა ქვრივი ყველას უმტკიცებდა რომ გული გატეხილი ჰქონდა. ის საყვარელი მეუღლის გარდაცვალებას რამდენიმე წლის განმავლობაში გლოვობდა, თუმცა ახლა როგორც ჩანს, მას პირად ცხოვრებაში ყველაფერი მშვენივრად აქვს.
ჰეფნერი კრისტალზე 2012 წელს დაქორწინდა. მან თავის ახალგაზრდა მეუღლეს 32 მილიონ ფუნტად შეფასებული ქონებიდან 3 მილიონი დაუტოვა, დანარჩენი კი მისმა ოთხმა შვილმა გაინაწილა. ლამაზმანმა გადაწყვიტა გარდაცვლილი ქმრის მემკვიდრეობა არ შეენახა და ფული საკუთარი სიამოვნებისთვის დაეხარჯა.
"Playboy"– ის ყოფილ მოდელს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა ყოველთვის უყვარდა. დღესდღეობით, ის ეგზოტიკურ ადგილებს რეგულარულად სტუმრობს და ულამაზეს ფოტოებს "ინსტაგრამის" პირად გვერდზე სისტემატურად აზიარებს. ჰიუ ჰეფნერის გარდაცვალებისთანავე, ქერა ლამაზმანი სევდიან მოგონებებს აფრიკაში გაექცა, სადაც მოდელმა მოგზაურობისას ბევრი ეგზოტიკური ცხოველი მოინახულა, რომლებთან ერთად არც ფოტოების გადაღება დავიწყებია.
 
ჰიუ ჰეფნერმა ახალგაზრდა ცოლს 4 მილიონ ფუნტად შეფასებული ჰოლივუდის მდიდრული სასახლე დაუტოვა.

მაგნატს სურდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ კრისტალს უზრუნველად ეცხოვრა, თუმცა გოგონამ ჰეფნერის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ეს სახლი 3, 9 მილიონ ფუნტად გაყიდა, რადგან მისივე თქმით, ის მის გარდაცვლილ მეუღლეს ახსენებდა.

ჰეფნერის მამული მისთვის დატოვებული უძრავი ქონებიდან ერთადერთი არ ყოფილა, რომელიც მან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაყიდა. ლამაზმანის თქმით, მას აქვს რეალტორის ლიცენზია, ამიტომ ზოგჯერ ის ლოს - ანჯელესში ბინების გაცვლა - გაყიდვა - გაქირავებით არის დაკავებული. კრისტალი დაბალ ფასად ძველ შენობებს ყიდულობს, რომლებსაც ანგრევს, მათ ნაცვლად კი უკეთესს აშენებს, რომლებსაც შემდეგ გაცილებით უფრო ძვირად ჰყიდის.
2018 წელს ყოფილი მოდელი ამბობდა, რომ ჰიუ ჰეფნერთან და მოსამსახურეებთან ერთად ჰოლივუდის მდიდრულ სასახლეში ცხოვრების შემდეგ ის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის უკვე მზად იყო, ამიტომ გოგონა საცხოვრებლად გაცილებით პატარა სახლში გადავიდა, ბაზრობებზე შოპინგი დაიწყო და თრეველ - ბლოგერის კარიერასაც მიჰყო ხელი.
"Playboy"– ის ყოფილმა მოდელმა სექსუალური სტილი ბოჰემურზე გაცვალა. თმის ქერად ღებვაც შეწყვიტა და მჭიდრო მინი - ქვედაბოლოები გრძელი, გაშლილი კაბებით ჩაანაცვლა.
კრისტალს ბევერლი - ჰილსზე საკუთარი სახლიც აქვს, თუმცა დროის უმეტეს ნაწილს ის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში ატარებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მან - კეიპტაუნში, დუბაიში, ავსტრალიაში, ბალიზე, შანხაიში, პარიზში, სენტ ლუსიაში, ბარბადოსზე, მარტინიკზე და ტანზანიაში იმოგზაურა.
ლამაზმანი მოგზურობისას ყოველთვის ძვირადღირებულ სასტუმროებს ირჩევს და ეგზოტიკურ ადგილებში დასასვენებლად თანხებს არასდროს იშურებს.

ახალგაზრდა ქვრივმა ახლახანს ახალი სიყვარულიც იპოვა. მოდელი პაპარაცებმა სანაპიროზე მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ის 32 წლის ნათან ლევის, რომელიც კოსმოსური ინჟინერიის სფეროში მუშაობს მშვიდად და აუღელვებლად ეამბორებოდა.
ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ შეყვარებული წყვილი მექსიკის კურორტ "Casa de Mita"– ში დასვენებისას ძალიან ბედნიერად გამოიყურება.
|