x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
უვიცოს და დებილოს ძახებას არ იმსახურებენ ის ადამიანები ვინც ასეთ გაშუქებას აკრიტიკებენ.
არ არსებობს სხვა საშუალება, გარდა იმისა, რომ ამ ამბის გაშუქებისას დინებას მიჰყვე, არ გაქვს იმის შესაძლებლობა რისკების და ზიანის შეფასებაზე იფიქრო, რა თქმა უნდა, მედიის მუშაობას იმავე სტანდარტებით ვერ შეაფასებ, როგორადაც ჩვეულებრივ ვითარებაში შეაფასებდი. მეორე, როდესაც ადამიანის მკვლელობის ვიდეო ჭეშმარიტად საზოგადებრივი ინტერესის მატარებელია, რაც იყო ფლოიდის მკვლელობის ვიდეოს შემთხვევაში, რადგან ეს ვიდეო იყო იმის მტკიცებულება, რომ ფლოიდი არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდა პოლიციელისთვის და უბრალოდ სასტიკად გაიმეტეს, ამ შემთხვევაში ცხადია არათუ გამართლებულია, მედია ვალდებულია ეს აჩვენოს.
ზემოთაღწერილ რომელ შემთხვევას ერგება დღევანდელი გაშუქება? გუშინ მომხდარი მკვლელობის კადრების გაშუქებისას რა ფორსმაჟორი ედგა მედიას, რომ ჯერ დაებლარა კადრები და მერე გაეშვა?! ან რა მტკიცებულების მატარებელი იყო ეს ვიდეო, არსებობს რამე ეჭვი, რომ ნიკო უბედურმა შემთხვევამ მოკლა და არა მიზანმიმარულმა ტყვიამ?! სწორედ ამიტომ ჩნდება ეჭვები სენსაციონალიზმის მიზანზე და არა საზოგადოებრივ ინტერესზე და ჩემი აზრით, უვიცოს და დებილოს ძახებას არ იმსახურებენ ის ადამიანები ვინც ასეთ გაშუქებას აკრიტიკებენ.image
0
119
2-ს არ მოსწონს
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0