x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
მიშამ ტორტების ბელაც კი დაიჭირა და ის მეუბნება: "ჩამოვალ და ქვეყანას დაგილაგებო"!

image


სამხედრო ექიმი ნინო ახობაძე ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს სოციალური ქსელით.

.

ქვეყანაში, სადაც
სუსის ფაილები ტელევიზიონშიკების ხელში ფრიალებს;
სადაც
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისათვის გასასამართლებელ პირს პრეტენზია აქვს გახდეს ქალაქის მერი;
სადაც
პროკურატურიდან ისე გააქვთ მასალები, მზე მაღლაა!
სადაც:
ლაშა ბუღაძე მწერალია;
ყუბანეიშვილი-პოეტი;
თაკო ჩარკვიანი-პუბლიცისტი (!)
ელისო კილაძე ჟურნალისტი;
კულუმბეგოვი-ყველაფრის ექიმი და ტელევარსკვლავი;
ბაჩო ახალაია-პოლიტპატიმარი;
გაქცეული და ძებნილი ექს-პრეზიდენტი-მეგობარი სახელმწიფოს ჩინოვნიკი;
მთავარი საფეხბურთო გუნდი-საქართველოს ნაკრები;
უფლებადამცველი-ნინო ლომჯარია;
ვინმე მამაო facebook-ის კრასავჩიკი;
ვანო ჯავახიშვილი-იუმორისტი;
ჭკუით გატენილი, განათლებული ქალები-ემიგრანტები;
სადაც
ქაცარავა საზღვრებს "დარაჯობს";
.
ერთი პოლიტიკური პარტია შარვალჩახდილი დგას და მტერს აჯავრებს;
ცაგარელი უცხოპლანეტელებს ესაუბრება;
.
სადაც
დაწუნებული პატარძლებივით ფანჩატურში სხედან გამოქცეული "პოლიტიკოსები";
სადაც დუმბაძე და დოჩანაშვილი წითელი ინტელიგენციაა და სადაც ნანუკა ჟორჟოლიანი ფერად სიყვარულს იცავს;
სადაც კატები ყეფენ და ერთგული ძაღლების ჩამი-ჩუმიც აღარ ისმის
სადაც ჯერ კიდევ
აქა-იქ
ადამიანებს ერთმანეთის ტკივილის და სიხარულის ტარება შეუძლიათ;
აი ამ ქვეყანაში
იმიტომ რომ ვიღაცა პლაკატზე გამოჯგიმული კარიერისტი გახდეს საკრებულოს წევრი
ქვეყანაში, სადაც ყველაფერი თავდაყირა დადგა
სადაც სკამის გამო ყველა ყველაფერს კადრულობს-იქ ზემოთ...
აი ამ ქვეყანაში
სადაც შენი დიპლომი ქაღალდია და
სხვისი დიპლომი დეპუტატის მანდატი,
ადამიანები შეგვფუთეს თავისუფლების ყალბ ბრჭყვიალა ქაღალდში
და
როგორც რინგზე მოჩხუბარი ძაღლები, ისე შეგვასიეს ერთმანეთს!
.
-----
პოლიტიკაზე ნუ წერო რაა, მთხოვეს რამდენიმეჯერ-არ არისო შენი საქმე;
ვეთანხმები-არ არის ჩემი საქმე
და
არ მინდა ამაზე ვწერო.
ჩემი საქმე თქვენთან გემრიელად ყოფნაა, ტკივილის შემსუბუქებაა-ჩემთვისაც და თქვენთვისაც; ამ ეტაპზე ჩემი საქმე სახლში იწყება და აქ მთავრდება;
და ხანდახან რატომ ვწერ იცი ასე?
იმიტომ რომ
გიყურებთ თქვენ, ჩემს მეგობრებს
როგორ ცდილობთ ყველაფერი ერთმანეთს გადააბრალოთ;
როგორ ტკენთ ერთმანეთს ((
ვის გამო ხალხო?
.
----
იცი როგორ მინდაა
რაც კი ცუდი ჩამიდენია, დავჯდე ეხლა და ან ღარიბაშვილს დავაბრალო
ან გახარიას;
მაგრამ
როგორ ვიკადრო აბა ეგ, როცა
აგერ უკვე ლამის ოცდაათი წელია, მეც თქვენთან ერთად ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც
აფხაზეთი აღარ არის;
რუსული წარწერები ჩაანაცვლა ინგლისურმა;
სადაც ჩამოდის ვინმე მიშელი...
და სადაც
ბუღაძე მწერალია
ჩარკვიანი პუბლიცისტი
გრიგოლია ჟურნალისტი;
ხუხაშვილი-ექსპერტი;
ანწუხელიძე მკვდარი
და
ქაცარავა გმირი!
.
----
მთელი ეს დურდომი ერთ კაცს როგორ დავაბრალი აბა ((
რატომ ვართ ცუდათ?
ერთმანეთი რომ აღარ გვიყვარს, იმიტომ.
როგორ მენანება ის კარგი
ოდესღაც ჩემი ადამიანები, პოლიტიკამ და პანდემიამ რომ შეისრუტა....
იცი რა მიყვარს სპორტში?
.
როცა დამარცხებული მიდის და გადაკოცნის ხოლმე გამარჯვებულს;
ერთმანეთს რომ გადაეხვევიან, ეგ მიყვარს.
ადამიანო, ისწავლე რა დამარცხება!
.
----
აგერ გათენდება 3 ოქტომბერი და დაიწყება პაწაწინა საცოდავი კაცუნების და ქალების ღნავილი ისევ: გაგვიყალბეეეს..... იიიი...
დაიწყება ზიზღი, გადაბრალება, ბოღმის ნთხევა...
მოდი რაა და დაგვანებეთ თავი!
ჩვენ, უბრალო ადამიანებს უბრალოდ ცხოვრება გვინდა
ნორმალურ
დალაგებულ ქვეყანაში და
დაალაგეთ რაა!!!!!!!
.
გვაცხოვრეთ ჩვენს გემოზე ისინი, ვისაც ფეხზე გვკიდია რა გვარის კაცი დაჯდება ზემოთ და ფეხზე გვკიდია ტელევიზორი, თავისი ყველა ნაყიდი "ჟურნალისტით"!
.
---
და თუ დალაგება არ შეგიძლია
სადღა მიდიხარ და სად ეტენები ჰაა?
დაჯე რაა ჩემსავით სახლში და სახლი ალაგე!
.
ესე იგი, კაცმა (მიშამ) ტორტების ბელაც კი დაიჭირა და ის კაცი მეუბნება შორიდან: "ჩამოვალ და ქვეყანას დაგილაგებო"!
ნეტა როგორ აპირებს, ალბათ ეხლა ლიკას ტორტები უნა დააპატიმროს!
ისე რო დაუფიქრდე, რა იდიოტიზმში გაგვყავს ცხოვრება: იმას მიშა უნდა, მე გრიშა! და ვერ ვრიგდებით...
ზოგს ქმარი ვერ შეუნარჩუნებია ცხოვრების ბოლომდე და გინდათუარა, ეს ან ის პარტია უნდა-სამუდამოდ! სუულ, მთელი დარჩენილი ცხოვრება...
და ბოლოს, სადღაც რუსულად წავიკითხე:
"ადამიანებო, ღმერთმა მოგცათ: ალკოჰოლი, ძილი და სექსი! რაღატომ ლაპარაკობთ სულ პოლიტიკაზე"?
/
ნუ ახლა, თუ პირველი და მესამე არა გაქვს, ეს ოხერი ძილი ხო შეგიძლია? დაწე რაა და დაიძინე, რა გახჩო რა ირაკლი....
მიხედე რაა თავს, ისედაც საგიჟეთში გვიწევს ცხოვრება!
ჰოდა იცხოვრე! იცხოვრე სანამ გაქვს დრო!
მე წავედი, დავიძინო.
........
რაც ზემოთ ჩამოვწერე, აი მაგათ ყველას ტალახაძის ერთი მედალი წონის ჩემთვის. ალბათ იმიტომაც არ ვბოროტდები
მიყვარს ჩემი ერთიბეწო საწყალი ქვეყანა;
დაუჭამიათ ერთმანეთი პოლიტიკოსებს
ჩემი საქართველო იმ ბიჭების და გოგოების გულებშია, თავისი ნიჭით რომ გვასახელებენ ხოლმე...
რა ვქნა
ტირილით გული მიმდის, როცა საქართველოს ჰიმნს ვუსმენ უცხო ქვეყანაში აჟღერებულს ..
3
1220
3-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1220
  
2021, 16 სექტემბერი, 9:49
გვძინავს, ქალბატონო ნინო, გვძინავს და ვერ გვეღირსა გამოღვიძება((
2021, 16 სექტემბერი, 9:01
მაგარი ქალია ეს ნინო ახობაძე! საღი აზროვნების ეტალონი
2021, 15 სექტემბერი, 21:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3