x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
25 «ტვინის საჭყლეტი» – რთული და ლოგიკური გამოცანები (პასუხები აქვს)

image


1. სამმა ექიმმა თქვა, რომ რობერტი მათი ძმა არის. ხოლო, რობერტმა თქვა, რომ მას ძმები არა ჰყავს.


კითხვა: ვინ იტყება და ვინ არის მართალი?


***


2. შვიდი და აგარაკზე იმყოფება, სადაც ყველა რაღაცით არის დაკავებული. ერთი წიგნს კითხულობს, მეორე — სადილს ამზადებს, მესამე — ჭადრაკს თამაშობს, მეოთხე — კროსვორდს ავსებს, მეხუთე — სარეცხს რეცხავს, მეექვსე — მცენარეებს უვლის.


კითხვა: რას აკეთებს მეშვიდე და?


***


3. ორი კაცი ჭადრაკს თამაშობს. მათ 5 პარტია ითამაშეს და 3-3 პარტია მოიგეს.


კითხვა: ეს როგორ უნდა მომხდარიყო?


***


4. ჯამში მამის და შვილის ასაკი 66-ის ტოლია. მამის ასაკი, შვილის ასაკის ტოლია, ოღონდ უკუღმა.


კითხვა: რამდენი წლის არის მამა და რამდენის შვილი?


***


5. ზღვის სანაპიროზე იდო ქვა, რომელზეც ორი სიტყვა ეწერა. როდესაც მას მდიდრები კითხულობდნენ – ტიროდნენ, ღარიბებს – უხაროდათ, ხოლო შეყვარებულებს ეს სიტყვები აღიზიანებდათ.


კითხვა: რა ეწერა ქვაზე?


***


6. ზღვის ფსკერზე სკივრი არის, რომელშიც ყველაფერია, ერთი რაღაცის გარდა.


კითხვა: რა არ არის სკივრში?


***


7. ორ საფულეში 4 მონეტა დევს. ამასთან, ერთ საფულეში 2-ჯერ უფრო მეტი მონეტა არის, ვიდრე მეორეში.


კითხვა: ამას როგორ ახსნით?


***


8. მდინარეს ორი ადამიანი მიუახლოვდა. ნაპირთან ერთი პატარა ნავი არის, რომელსაც მხოლოდ ერთი ადამიანის გადაყვანა შეუძლია. ორივე მოპირდაპირე ნაპირზე გადავიდა.


კითხვა: ეს როგორ მოახერხეს?


***


9. საკანალიზაციო ჭის სახურავი, უმეტეს შემთხვევაში, მრგვალი არის.


კითხვა: რატომ არ არის ის კვადრატული ან მართკუთხა?


***


10. და-ძმამ მაღაზიაში 2 კოლოფი შოკოლადი იყიდეს. თითოეულ კოლოფში 12 კანფეტი იყო. დამ თავისი კოლოფიდან რამდენიმე კანფეტი შეჭამა, ხოლო ძმამ იმდენი, რამდენიც მისი დის კოლოფში დარჩა.


კითხვა: სულ რამდენი კანფეტი დარჩა ორივე კოლოფში?


11. ეს ადამიანს 3-ჯერ ეძლევა: 2-ჯერ უფასოდ, ხოლო მესამედ – ფული უნდა გადაიხადოს.


კითხვა: რა არის ეს?


***


12. ერთი ჩემი ნაცნობი პირის პარსვას დილიდან იწყებს და დღის მანძილზე, ამას სულ მცირე, 10-ჯერ აკეთებს და მაინც წვერით დადის.


კითხვა: ეს როგორ უნდა ხდებოდეს?


***


13. ერთი კაცი 1 კგ. ვაშლს 5 ლარად ყიდულობდა, ხოლო შემდეგ, იგივე რაოდენობის ვაშლს – 3 ლარად ყიდიდა. გარკვეული დროის შემდეგ, ის მილიონერი გახდა.


კითხვა: ეს როგორ უნდა მომხდარიყო?


***


14. მეკობრეებმა გემის ეკიპაჟი ტყვედ აიყვანეს. სულ 10 კაცი. ისინი ბნელ ოთახში შეიყვანეს და თავზე ქუდები დაახურეს. ქუდები ორი ფერის იყო: წითელი და მწვანე, თანაბარი რაოდენობით. შუქი აანთეს. ეკიპაჟის თითოეული წევრი, ყველას ქუდს ხედავდა, საკუთარი ქუდის გარდა. მხოლოდ ის გადარჩებოდა, ვინც საკუთარი ქუდის ფერს გამოიცნობდა. დასმულ კითხვაზე მეზღვაურებს რიგ-რიგობით უნდა ეპასუხათ.


კითხვა: როგორ უნდა ამოეცნოთ ეკიპაჟის წევრებს საკუთარი ქუდის ფერი? თუ მათ მხოლოდ ქუდის ფერის თქმის უფლება ჰქონდათ.


***


15. თქვენ ნავში ზიხართ, რომელიც აუზში დაცურავს. ნავში თუჯის ღუზა დევს, რომელიც ნავზე არ არის მიბმული.


კითხვა: რა დაემართება აუზში წყლის დონეს, თუ ღუზას წყალში ჩააგდებთ?


***


16. გემის გემბანიდან რკინის კიბე ჩაუშვეს. კიბის 4 ქვედა საფეხური წყალმა დაფარა. თითოეული საფეხურის სისქე 5 სმ არის, ხოლო საფეხურებს შორის დაშორება 30 სმ-ის ტოლია. დაიწყო მოქცევა, რომლის დროსაც, წყლის დონემ საათში 40 სმ-ით დაიწყო მატება.


კითხვა: თქვენ როგორ გგონიათ, რამდენ საფეხური აღმოჩნდება წყლის ქვეშ, 2 საათის შემდეგ?


***


17. სამი ქათამი 3 დღეში 3 კვერცხს დებს.


კითხვა: რამდენ კვერცხს დადებს 12 ასეთივე ქათამი, 12 დღეში?


***


18. გუშინწინ გიორგი 17 წლის იყო. ხოლო, მომდევნო წელს, ის 20 წლის იქნება.


კითხვა: ეს როგორ მოხდება?


***


19. წიგნების კარადაში, თაროზე რამდენიმე ტომი არის, ტომი ტომს მიჰყვება, ისე როგორც სურათზე არის მოცემული. ამასთან, წიგნის ჭიამ მოასწრო და წიგნის გვერდები გაღრღნა პირველი წიგნის I გვერდიდან, III წიგნის ბოლო გვერდამდე.


image

კითხვა: რამდენი გვერდი გაღრღნა ჭიამ, თუ I ტომში 700 გვერდია, II ტომში – 640, ხოლო III – 670?


***


20. მეგობარს 100 ლარი ესესხეთ, წახვედით მაღაზიაში და დაკარგეთ ფული. გზაში ნაცნობს შეხვდით, მას 50 ლარი გამოართვით, იყიდეთ 2 კოლოფი შოკოლადი, თითო, 10 ლარად. დაგრჩათ 30 ლარი, რომელიც მეგობარს დაუბრუნეთ და ვალად 70 ლარი დაგრჩათ, ხოლო ნაცნობისთვის 50 ლარი გაქვთ დასაბრუნებელი. ანუ, სულ 120 ლარი გაქვთ ვალი. ამას ემატება შოკოლადის ფულიც და საბოლოო თანხა – 140 ლარი გამოდის.


კითხვა: 150 ლარი ისესხეთ, 120 უნდა დააბრუნოთ, გაქვთ 20 ლარის შოკოლადი. რა იქნა 10 ლარი?


***


21. იმისათვის რომ ადამიანი მიწისქვეშა კომუნიკაციებში მოხვდეს, სპეციალური ჭები გამოიყენება. ამ ჭების უმრავლესობას, აქვს მრგვალი ფორმის სახურავი და არა კვადრატული ან მართკუთხა.


კითხვა: რატომ არ შეიძლება, რომ ჭას მრგვალის გარდა, სხვა ფორმის სახურავი ჰქონდეს?


***


22. თქვენ გსურთ დალიოთ ყავა რძით და ჭიქაში ყავა ჩაასხით, მაგრამ ამ დროს, სასწრაფოთ, რამდენიმე წუთში მოგიწიათ სხვაგან გასვლა.


კითხვა: რა უნდა გააკეთოთ, რომ როდესაც დაბრუნდებით, ცივი ყავა არ დალიოთ: რძე უნდა ჩაასხათ წასვლამდე, თუ მას შემდეგ, რაც დაბრუნდებით და რატომ?


***


23. ითვლება, რომ ფრინველის კვერცხს სხვადასხვა ფორმის ბოლოები გარკვეული მიზეზის გამო აქვს.


კითხვა: რატომ აქვს კვერცხს ერთი ბოლო წვეტიანი, ხოლო მეორე შედარებით მომრგვალებული?


***


24. დაასახელეთ ორი რიცხვი რომლის ციფრების რაოდენობა მათი სახელების ბგერების რაოდენობას ემთხვევა.


***


25. კაცს მკვდარს პოულობენ სამუშაო ოთახში. მისი სხეული გადახრილია საწერ მაგიდაზე და ხელში რევორვერი უკავია. მაგიდაზე დევს დიქტოფონი. პოლიციელი რთავს დიქტოფონს და მაშინვე ისმის შეტყობინება: «მე აღარ შემიძლია ცხოვრება. სიცოცხლეს, ჩემთვის, არანაირი აზრი აღარ აქვს ...» ამის შემდეგ, ისმის გასროლის ხმა. პოლიციელი მაშინვე მიხვდა, რომ საქმე თვითმკველობასთან კი არა, მკვლელობასთან ჰქონდა.


კითხვა: როგორ მიხვდა პოლიციელი, რომ ადამიანი მოკლული იყო?


პასუხები:


1. არავინ. რობერტს სამი და ჰყავს და ისინი ექიმები არიან.
2. ჭადრაკს თამაშობს.
3. მათ ერთმანეთთან არ უთამაშიათ.
4. აქ სამი ვარიანტია შესაძლებელი: 51 და 15; 42 და 24; 60 და 6.
5. ყველაფერი დროებითია.
6. სიცარიელე.
7. ერთი საფულე მეორეში არის მოთავსებული.
8. ისინი მდინარის სხვადასხვა ნაპირზე იყვნენ.
9. კვადრატული ან მართკუთხა ფორმის სახურავი, შეიძლება ჭაში ჩავარდეს, რადგან სახურავის დიაგონალი უფრო მეტი იქნება, გვერდის სიგრძესთან შედარებით. ხოლო, მრგვალი სახურავი არასდროს ჩავარდება ჭაში, საითაც არ უნდა იყოს მბრუნებული ანუ ის უფრო უსაფრთხოა.
10. ორივე კოლოფში 12 კანფეტი დარჩება.

11. კბილები

12. ის დალაქია

13. ის მილიარდელი იყო

14. პირველი ვისაც ფერს შეეკითხებოდნენ, დათვლიდა სხვისი ქუდების ფერებს, თუ მაგ., მწვანე კენტი იქნებოდა. მას წითელი ქუდი ეხურებოდა და ასე, ყოველი შემდეგი, დათვლიდა ქუდებს და უკვე დასახელებულ ფერებს.

15. წყლის დონე დაიკლებს. როდესაც ღუზა ნავში დევს, ის წყლის მოცულობას ზრდის, რადგან ნავი უფრო ღრმად არის წყალში და უფრო დიდ ადგილს იკავებს, შესაბაბანისად, წყლის დონე ზევით იწევს. ღუზის გადაგდების შემთხვევაში, ის ჩაიძირება და იმდენ წყალს გამოდევნის, რა მოცულობასაც დაიკავებს, ეს კი ბევრად ნაკლებია იმ მოცულობაზე, რომელსაც ის მაშინ გამოდევნის, როდესაც მასზე ბევრად უფრო დიდი მოცულობის ნავში დევს.

16. ორი საათის შემდეგ, წყლის ქვეშ, ისევ 4 საფეხური იქნება, რადგან მოქცევის დროს, კიბე გემთან ერთად იწევა ზევით.

17. ერთი ქათამი, 3 დღის მანძილზე, დებს 1 კვერცხს. 12 დღეში, ერთი ქათამი დადებს 4 კვერცხს, შესაბამისად, 12 ქათამი, 12 დღეში, 48 კვერცხს დადებს.
18. თუ დღეს 1 იანვარია, ხოლო გიორგის დაბადების დღე 31 დეკემბერს არის და გუშინწინ (30 XII) ის 17 წლის იყო, გუშინ (31 XII) –18 წლის გახდა, წელს მას 19 წელი შეუსრულდება, ხოლო მომდევნო წელს — 20 წლის გახდება.
19. საჭიროა იმის წარმოდგენა, თუ როგორ დგას ტომები. I ტომის I გვერდი მიბჯენილია II ტომის ბოლო გვერდზე, III ტომის ბოლო გვერდი მიბჯენილია II ტომის I გვერდზე ანუ, I ტომის I გვერდიდან – III ტომის ბოლო გვერდამდე, ჭიას შეეძლო მხოლოდ II ტომის ფურცლების – 640 გვერდის და კიდევ 4 ყდის დაზიანება.

image

20. 30 ლარი უკვე გადაიხადეთ. ამიტომ, მეგობრის 70 ლარი გმართებთ და ნაცნობის – 50, ე. ი. 120. დახარჯვითაც 120 ლარი (100 დაკარგეთ და 20 ლარით შოკოლადი იყიდეთ) დახარჯეთ. ამრიგად, არაფერი არ დაკარგულა, 120 ისესხეთ და 120 დახარჯეთ.

21. კვადრატური ან მართკუთხა სახურავი, შეიძლება, ჭაში ჩავარდეს, რადგან ჭის დიაგონალის სიგრძე, უფრო დიდი იქნება, ვიდრე სახურავის გვერდის სიგრძე.
მრგვალი სახურავი კი უფრო უსაფრთხოა, რადგან შიგნით არასოდეს ჩავარდება, საითკეც არ უნდა მიაბრუნონ.

22. გაციების სიჩქარე, ცხელი სხეულის და გარემოს ტემპერატურების სხვაობის პირდაპირპროპორციულია ანუ რაც უფრო ცხელია სხეული, უფრო სწრაფად ცივდება ის. ამიტომ, საჭიროა ყავის სწრაფად შეგრილება, რძის დამატებით, რომ უფრო ნელა გააგრძელოს გაციება.

23. სფერული და ოვალური კვერცხები სწორ ხაზოვნად გორდებიან, ხოლო თუ კვერცხს ერთი ბოლო მომრგვალებული აქვს და მეორე წვეტიანი, წრიულად იწყებს დაგორებას. თუ კვერცხი დახრილ ან არასაიმედო ზედაპირზე დევს ის წრეზე დაგორდება და არა სწორ ხაზზე, რაც უკვე დიდი უპირატესობაა.

24. «ასი» – 100; «მილიონი» – 1 000 000.

25. მიცვალებული დიქტოფონის ფირს ვერ გადაახვევდა.

imageimage
imageimageimageimageimage





0
1044
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1044
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0