სხვა ნახეთ, როგორ მზადდება ნივთი, რომელიც ყველა ჩვენგანს გამოუყენებია- წარმოუდგენელია! 2021, 14 ოქტომბერი, 10:57 რა არის ის ნივთი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ყოველდღე იყენებს, ან უბრალოდ ცხოვრებაში არაერთხელ გამოუყენებია? ალბათ გიჭირთ წარმოდგენა, თუ რა შეიძლება იყოს. არც საწოლია ეს, არც კბილის ჯაგრისი და არც სკამი. ეს არის ფანქარი. დიახ, ფანქარი.
ფანქარი — არის ინსტრუმენტი, რომელიც წარმოადგენს სამაგრს, რომელშიც მოთავსებულია ნახშირი, გრაფიტი ან მშრალი საღებავი. გამოიყენება საწერად, სახატავად და ხაზვისთვის. დღეს პოპულარული ფანქრის პირველი სახე გაჩნდა XIV საუკუნეში. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე არსებობდა სპეციალურ სამაგრზე დამაგრებული მასალა (ძირითადად, ვერცხლის ან ტყვიის), XIV საუკუნეში გაჩნდა თიხის მსგავსი შავი ფიქალი. გრაფიტული ფანქრები გაჩნდა XVI საუკუნეში. ხის ფანქარი პირველად ნახსენებია 1683 წლის ერთ-ერთ დოკუმენტში. 1719 წელს გერმანიაში, ნიურნბერგთან დაიწყო გრაფიტული ფანქრების გამოშვება. General Pencil არის მსოფლიოში უძველესი საოფისე აღჭურვილობის კომპანია. 1889 წლიდან იგი აწარმოებს სხვადასხვა ფანქრებს, ცარცებს და სხვა აქსესუარებს. ფოტოგრაფი კრისტოფერ პეინი ეწვია General Pencil-ის ერთ -ერთ ქარხანას და გადაიღო ფანქრების დამზადების პროცესი. მოდით, ვნახოთ თუ როგორ მზადდება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკანცელარიო ნივთი. ასე გამოიყურება ნედლეული, საიდანაც ფანქრები მზადდება. ეს არის გადამუშავებული გრაფიტი. შემდეგ ნედლეული თბება სპეციალურ ღუმელში, რათა მათგან ტენიანობა ამოაშრონ. შემდეგ საფეხურზე კი უკვე გამყარებულ ნედლეულს ათავსებენ პერფორირებულ სათლებში არსებულ ცხელ ცვილში, რის შემდეგაც უკვე ცალკე განათავსებენ გასაგრილებლად. ასე მზადდება ფერადი ნედლეული და ის ისეთი რბილი და მყიფეა, რომ ხელით ხდება მისი ჩაწყობა. გრაფიტის ნედლეულს ფანქრებში სპეციალური დანადგარის საშუალებით ათავსებენ და ფანქრის ნახევრების შეერთება ხდება წებოს დახმარებით. მზა ნაწარმს კი ეძლევა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფორმა. მზა ფანქრები კი იფარება საღებავის ოთხი ფენით. მომდევნო ეტაპია ფანქრის ბოლოებზე ლითონის ფორმების დამაგრება საშლელებისთვის და რა თქმა უნდა, თავად საშლელებიც... შემდეგ, უკვე მზა ფანქრები ითლება. ამ პროცესის ბოლო ეტაპია ფანქრების გაწმენდა და შეფუთვა წარმოებაში გაშვებისთვის. 629 7-ს მოსწონს
|